"შტუტგარტს" პოგრებნიაკთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში რუსი გუნდს დატოვებს
მიმდინარე სეზონის ბოლოს "შტუტგარტში" არაერთ ფეხბურთელს უმთავრდება კონტრაქტი და ერთ-ერთი მათგანი 28 წლის რუსი თავდამსხმელი პაველ პოგრებნიაკია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვაბებს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში პოგრებნიაკი "შტუტგარტს" დატოვებს.

შვაბებმა პაველი 2009 წელს შეიძინეს. მას "შტუტგარტში" მარიო გომესი უნდა შეეცვალა, რომელიც იმხანად მიუნხენის "ბაიერნში" გადაბარგდა. რუსმა თავდამსხმელმა მას მერე რამდენჯერმე მართლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ გომესის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ გახდა. გუშინ მისმა მრჩეველმა ოლეგ არტიომოვმა რუსულ გაზეთ "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ "პაშკა" "შტუტგარტთან" ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. ოღონდ, მისი ვერსიით, ეს თავად პოგრებნიაკის სურვილია. "ბილდი" კი წერს, რომ რუს ფორვარდს შტუტგარტელები უშვებენ.

აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ პოგრებნიაკმა "შტუტგარტი" ახლავე დატოვოს. "შტუტგარტს" ეს აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში მის სანაცვლოდ ფინანსურ ხეირსაც ნახავს, ზაფხულში კი თავის დროზე 4.8 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელის დათმობა უფასოდ მოუწევს.

ამასობაში, "შტუტგარტი" უფრო და უფრო აქტიურად ცდილობს "ვოლფსბურგიდან" სრდიან ლაკიჩის გადაბირებას. შვაბთა ბოსმა გერდ მოიზერმა ეს ცნობა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა - ლაკიჩი სწორედ ისეთი ცენტრფორვარდია, როგორიც გვჭირდება და იმედია, რომ მისი გადმობირებას ახლავე შევძლებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა