გუშინდელი სათამაშო დღე ოკლენდში დასრულდა, სადაც ადგილობრივი "მეომრები" "მაიამის" მასპინძლობდნენ
გუშინდელი სათამაშო დღე ოკლენდში დასრულდა, სადაც ადგილობრივი "მეომრები" "მაიამის" მასპინძლობდნენ. აქამდე, "გოლდენ სტეიტი" ხშირად თმობდა თითქმის მოგებულ თამაშებს, მაგრამ ამჯერად "ნამდვილ" გამარჯვებას მიაღწია, ოღონდ ოვერტაიმში.

არადა, მესამე მეოთხედის ბოლოს "ჰიტის" უპირატესობა 17 ქულას შეადგენდა. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ თამაში დამთავრებული იყო და ფლორიდელები გაიმყარებდნენ რეგულარულში ლიდერობას. მაგრამ ასე არ ფიქრობდა ნეიტ რობინსონი, რომელიც სულ ახლახანს შეუერთდა "გოლდენ სტეიტს". ბოლო მეოთხედში მის ანგარიშზე 15 ქულა იყო, "მაიამიმ" კი მატჩის ეს მონაკვეთი ძალიან ცუდად ჩაატარა - მხოლოდ 12 ქულა აიღო (იმაზე ნაკლები, ვიდრე რობინსონმა), აქედან რვა - საჯარიმოებით.

ოვერტაიმში კი რაიტი გააქტიურდა და თავის გუნდს წინ გასვლის საშუალება მისცა, მაგრამ ბოში და ტრავმამოშუშებული უეიდი ახერხებდნენ ჩამორჩენის ერთ ქულამდე დატოვებას. დამატებითი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე ზუსტი ტყორცნა გამოუვიდა ელისს, რომელმაც "გოლდენ სტეიტი" სამი ქულით გაიყვანა წინ.

საპასუხო შეტევაში ერიკ სპოელსტრას შეგირდებდს აუტში გადაუვარდათ ბურთი, მაგრამ მსაჯმა შეცდომით ფლორიდელებს დაუტოვა შეტევის შანსი. მაგრამ სამართლიანობამ იზეიმა, თან კარგად ითამაშეს დაცვაში ოკლენდელებმა - არც უედისა და არც ჯეიმსის ტყორცნა კალათში არ ჩავარდა, რობინსონმა კი საჯარიმოს ხაზიდან გადაწყვიტა მატჩის ბედი.

გ. სტეიტი-მაიამი 111:106 (ო)

27:22, 26:35, 19:27, 24:12, 15:10

გ-ს: რობინსონი (24+5 პასი+4 ჩაჭრა), ელისი (22+3 ჩაჭრა), რაიტი (20+10 მოხსნა), ლი (20+14 მოხსნა).

მ: უეიდი (34+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯეიმსი (26+11 მოხსნა+7 პასი), ბოში (16), ჩელმერსი (12), ჰასლემი (9+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა