ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ორი ჰეთ-თრიკი და სელიანეს იუბილე

ორი ჰეთ-თრიკი და სელიანეს იუბილე

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში თითქმის სრული ტური გაიმართა და თითქმის ყველა ლიდერმა შეძლო გამარჯვების მოპოვება.

პიტსბურგი-ოტავა 1:5

0:2, 1:2, 0:1

გოლები: 0:1 კ. ნილი-7 (ტარისი-7, ფოლინო-14), 0:2 ბ. ბატლერი-5 (ფოლინო-15), 0:3 სპეცა-16 (გრინინგი-12, კ. ფილიპსი-11), 0:4 მ. მიხალეკი-21 (გრინინგი-13, სპეცა-28), 1:4 მალკინი-17, 1:5 მ. მიხალეკი-22 (გრინინგი-14, კუბა-9).

დიდი პრობლემები აქვს "პიტსბურგს", რომელმაც ზედიზედ ხუთი მატჩი წააგო. გუშინ, "პინგვინები" საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ მომძლავრებულ "ოტავასთან" (1:5) და აღმოსავლეთში მერვე პოზიციამდე დაეშვნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, ყინულზე გასვლა შეძლო ფორვარდმა ჯეიმს ნილმა, რომელმაც ჯამში 16 წუთი ითამაშა, მაგრამ "ოტავა" მაინც ძლიერი აღმოჩნდა. ბრწყინვალედ ითამაშა კოლინ გრინინგმა, რომელმაც სამი ქულა დააგროვა, ასევე ჯეისონ სპეცამ, მილან მიხალეკმა და ნიკ ფოლინომ - მათ ორ-ორი ქულა ჰქონდათ. საინტერესოა, რომ განაცხადში არ მოხვდა "ოტავას" საუკეთესო მცველი ერიკ კარლსონი, რომელიც მოულოდნელად რეზერვში აღმოჩნდა.

კაროლინა-ფილადელფია 1:2

0:0, 1:1, 0:1

გოლები: 0:1 შენი-2 (სიმონდსი-9), 1:1 სემსონი-1 (ფოლკი-6, ე. სტაალი-20), 1:2 კუტურიე-7 (ჟოლნიერჩიკი-2).

"სენატორებს" შეეძლოთ ქულებით დაწეოდნენ "ფილადელფიას", მაგრამ "მფრინავებმა" "კაროლინას" მოუგეს და მეოთხე ადგილზე დარჩნენ. "ფლაიერზს" 2:1 მოგება დებიუტანტებმა მოუტანეს. გოლებს იტანდნენ შენი და კუტურიე, ხოლო გადაცემების ავტორები იყვნენ სიმონდსი და ჟოლნიერჩიკი.

ბოსტონი-ვინიპეგი 5:3

1:1, 1:2, 3:0

გოლები: 0:1 ლედი-14 (ბოგოსიანი-15, ენსტრიომი-12), 1:1 ჰორტონი-13 (ლუჩიჩი-17, კრეისი-20), 1:2 ველერი-9 (ენსტრიომი-13, ბოგოსიანი-16), 2:2 შ. ტორნტონი-4 (ბულიტი), 2:3 ფერი-1 (სტემპლტონი-7), 3:3 ჰორტონი-14 (კრეისი-21, ლუჩიჩი-18), 4:3 სეგუინი-17 (პ. ბერჟერონი-24), 5:3 პულიო-8 (პ. ბერჟერონი-25, პევერლი-22).

პირველი მატჩი ჩაატარა "ბოსტონმა" დისკვალიფიცირებული ბრედ მარშანის გარეშე. სტენლის თასის მფლობელს არ დასტყობია ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა, თუმცა "დათვები" მთელი ორი პერიოდის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ. ყველაფერი გადაწყვიტა მესამე პერიოდის საწყისმა ექვმა წუთმა, როცა "ბოსტონმა" სამი უპასუხო შაიბა გაიტანა.

რეინჯერსი-ფინიქსი 2:1 (ბ)

0:0, 0:0, 1:1, 0:0

გოლები: 1:0 ფედოტენკო-6 (ბ. ბოილი-7, ჰაგელინი-5), 1:1 ვრბატა-20 (პულიო-2, როჟსივალი-3).

ბულიტები გაიტანეს: ვრბატა (ფინიქსი), გაბორიკი (რეინჯერსი), სტეპანი (რეინჯერსი).

"ბოსტონთან" ერთად მოიგო "რეინჯერსმა", რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩში მიაღწია წარმატებას. "რეინჯერებს" რთული შეხვედრა ჰქონდათ "ფინიქსის" წინააღმდეგ. ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა, სადაც გადამწყვეტი აღმოჩნდა სტეპანის დარტყმა. მასპინძლებს შეეძლოთ ოვერტაიმში მოეგოთ ეს მატჩი, მაგრამ გაბორიკს ბულიტი აუღო მეკარე სმიტმა.

ტორონტო-ბაფალო 2:0

2:0, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 კულემინი-5 (ფრანსონი-9, გუნარსონი-11), 2:0 გრაბოვსკი-13 (კულემინი-13, კრები-7).

კარგად მიიწევს წინ "ტორონტო", რომელმაც კრიზისში მყოფი "ბაფალო" დაამარცხა - 2:0. კანადელებმა ორივე შაიბა პირველ პერიოდში გაიტანეს და შეინარჩუნეს სასურველი უპირატესობა. "ბაფალომ" ბოლო ცხრა მატჩში მერვედ წააგო და ხუთი ქულით არის დაშორებული პლეი ოფის ზონას.

ტამპა ბეი-ვანკუვერი 4:5 (ბ)

0:2, 2:2, 2:0, 0:0

გოლები: 0:1 ედლერი-7 (ზულცერი-1, ჰ. სედინი-39), 0:2 ჰანსენი-13 (ჰამჰუისი-18), 1:2 სტემკოსი-29 (მელოუნი-14, მ-ა. ბერჟერონი-20), 1:3 მალორტა-4 (დუკო-1, ბალარდი-6), 2:3 ლევაკალიე-16 (სტემკოსი-18, გილროი-11), 2:4 კესლერი-12 (რეიმონდი-5, ჰოჯსონი-15), 3:4 დაუნი-7 (კუბინა-7, სან ლუი-22), 4:4 მელოუნი-8 (სან ლუი-23, ლევაკალიე-14).

ბულიტები გაიტანეს: რეიმონდი (ვანკუვერი).

კინაღამ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა "ტამპა ბეისა" და "ვანკუვერის" მატჩში. ორი პერიოდის შემდეგ "ტამპა" 2:4-ს აგებდა, მაგრამ ხასიათი გამოავლინა და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა. ყველაფერი კი ბულიტების სერიაში დასრულდა, სადაც გადამწყვეტი გამოდგა რეიმონდის ბულიტი. "ტამპას" მხრიდან აღვნიშნავთ რეგულარულის საუკეთესო სნაიპერის სტემკოსის მორიგ გოლს, ხოლო "ვანკუვერში" საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში ჰენრიკ სედინმა. ის პირველი ჰოკეისტია სეზონში, რომელმაც 50-ქულიან ზღვარს მიაღწია.

მონრეალი-სტ. ლუისი 0:3

0:0, 0:2, 0:1

გოლები: 0:1 არნოტი-10 (რივსი-1, სობოტკა-12), 0:2 ბეკსი-14 (კ. სტიუარტი-8, პიეტრანჯელო-12), 0:3 კ. სტიუარტი-10 (ბეკსი-17).

რომ არა "ვანკუვერის" მოგება, "სენტ ლუისი" დასავლეთ კონფერენციის ლიდერი გახდებოდა. "ბლუზმა" იოლად მოუგო "მონრეალს" - 3:0. თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ "შათაუტი" შეასრულა იაროსლავ ჰალაკმა, რომელმაც 19 დარტყმა მოიგერია.

აილენდერსი-დეტროიტი 5:1

1:0, 3:0, 1:1

გოლები: 1:0 მოულსონი-19 (პარენტო-27, შტრაიტი-18), 2:0 ტავარესი-14 (ოკსოპო-10), 3:0 ოკსოპო-9 (ტავარესი-24, მოულსონი-16), 4:0 გრაბნერი-11 (მ. მარტინი-5, შტრაიტი-19), 4:1 აბდელკადერი-5 (კინდლი-8, ჰოლმსტრიომი-10), 5:1 მოულსონი-20 (შტრაიტი-20, ტავარესი-25).

მოულოდნელი შედეგებიდან აღსანიშნავია "ნიუ იორკ აილენდერსის" გამარჯვება "დეტროიტის" წინააღმდეგ. თავის მოედანზე "კუნძულელებმა" გაანადგურეს მრისხანე მეტოქე და დაადასტურეს სტატისტიკა - ლოკაუტის დასრულების შემდეგ "რედ უინგზი" ვერ ახერხებს "აილენდერსის" დამარცხებას. ამ გუნდთან "წითელმა ფრთებმა" ზედიზედ მეექვსედ წააგეს. შტრაიტმა, ტავარესმა და მოულსონმა სამ-სამი ქულა აიღეს, ამ უკანასკნელმა კი სეზონში მე-20 შაიბა გაიტანა, არადა, მთელი შარშანდელი რეგულარულის დროს 31 გოლი ჰქონდა.

ჩიკაგო-კოლამბუსი 5:2

0:0, 2:1, 3:1

გოლები: 1:0 ბოლანდი-10 (მარიან ჰოსა-28), 1:1 უმბერგერი-7 (დ. სავარი-4, ა. ჯონსონი-7), 2:1 სტალბერგი-10 (პ. კეინი-28, ტეუვზი-20), 3:1 სტალბერგი-11 (ჰიალმარსონი-7, სიბრუკი-12), 4:1 ბ. სმიტი-2 (ბიკელი-5, ო'დონელი-6), 4:2 ვერმეტი-6 (რ. იოჰანსენი-8, ა. ჯონსონი-8), 5:2 სტალბერგი-12 (ბოლანდი-9).

"დეტროიტმა" ამ წაგებით დაკარგა "სენტ ლუისის" დაწევის შანსი, "ჩიკაგო" კი "კოლამბუსის" განადგურებით (5:2) გაუთანაბრდა "ბლუზმენებს". "ბლეკჰოქსის" რიგებში კარგი მატჩი ჩაატარა ფორვარდმა სტალბერგმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მინესოტა-სან ხოსე 5:4 (ბ)

1:1, 1:0, 2:3, 0:0

გოლები: 1:0 კლატერბეკი-11 (ველმანი-3, ჟიდლიცკი-10), 1:1 დ. ბოილი-3 (მარლო-19, ჯ. ტორნტონი-26), 2:1 პიტერსი-1 (ფალკი-3, მაკინტაირი-1), 3:1 ნ. ჯონსონი-5 (ჰიტლი-16, ფალკი-4), 3:2 ფერეირო-5 (ვლასიჩი-13, დ. ბოილი-19), 4:2 კულენი-11 (ველმანი-4, კლატერბეკი-7), 4:3 კუტური-17 (ბერნსი-7, დ. ბოილი-20), 4:4 მარლო-16 (ჯ. ტორნტონი-27, პაველსკი-14).

ბულიტები გაიტანეს: კულენი (მინესოტა), მ. კოივუ (მინესოტა).

ასევე მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა "მინესოტამ" - ეს მისი მეორე წარმატება იყო ბოლო 13 მატჩში. თავის მოედანზე "ველურებმა" ურთულეს ბრძოლაში მოუგეს ბულიტებით "სან ხოსეს" - 5:4. "მინესოტას" შეეძლო ძირითად დროში გამარჯვება, მაგრამ ორშაიბიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - ბოლოს ორი შაიბა გაუშვა კუტურისგან და მარლოსგან.

კოლორადო-ნეშვილი 1:4

0:3, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 სპალინგი-6 (ტუტუ-14, გ. ბურკი-1), 0:2 ელისი-2 (ერატი-18, იოსი-5), 0:3 ერატი-9 (ფიშერი-13, რ. სუტერი-20), 1:3 რ. ო'რაილი-11 (პ. შჩასტნი-12), 1:4 ჰორნკვისტი-12 (ელისი-2).

"მინესოტასთვის" არასასურველი შედეგით დასრულდა მატჩი "კოლორადოსა" და "ნეშვილს" შორის. "მტაცებლებმა" 4:1 მოიგეს და კონფერენციაში მეექვე ადგილზე გადაინაცვლეს. "პრედატორზის" რიგებში" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა პეკა რინემ, რომელმაც 32 სეივი შეასრულა, ასევე უნდა გამოვყოთ ახალგაზრდა მცველი რაიან ელისი, ვინც ორი ქულა დააგროვა. მართალია, "ნეშვილს" დაუბრუნდა დაცვის ლიდერი ში უებერი, მაგრამ 21 წლის ელისი განაცხადში რჩება.

კალგარი-ნიუ ჯერსი 6:3

4:0, 1:2, 1:1

გოლები: 1:0 ბოუმისტერი-2 (იგინლა-18, კ. ბატლერი-9), 2:0 სერიჩი-1 (ბეკლუნდი-4, სტემპნიაკი-10), 3:0 გლენკროსი-18 (ო. იოკინენი-22, იგინლა-19), 4:0 ბროდი-2 (ბოუმისტერი-15, გლენკროსი-13), 4:1 კოვალჩუკი-16 (ენრიკე-21, პარიზე-22), 5:1 სტემპნიაკი-9 (ბეკლუნდი-5, გლენკროსი-14), 5:2 ენრიკე-13 (პარიზე-23, ა. ლარსონი-12), 5:3 ელიაში-15 (კოვალჩუკი-20, ფოსტერი-6), 6:3 იგინლა-17 (ო. იოკინენი-23, გლენკროსი-15).

უცნაური გამარჯვება მოიპოვა "კალგარიმ", რომელმაც მხოლოდ 14 ზუსტი დარტყმა შეასრულა და მაინც შეძლო "ნიუ ჯერსის" განადგურება - 6:3. პირველ პერიოდში კანადელებმა რვა დარტყმიდან ოთხი გოლი გაიტანეს, რამაც გადაწყვიტა კიდეც ამ მატჩის ბედი. "ფლეიზმის" რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს კერტის გლენკროსი, რომელმაც ამჯერად ოთხი ქულა მიითვალა. გარდა ამისა, სამი ქულა შესძინა თავის მონაგარს იგინლამ, კიპრუსოფმა კი 35 სეივი შეასრულა.

ანაჰაიმი-დალასი 5:2

1:0, 1:0, 3:2

გოლები: 1:0 ს. კოივუ-7 (ლიდმანი-10), 2:0 სბისა-2, 2:1 ოტი-7 (რაიდერი-13, გროსმანი-5), 2:2 გოლიგოკი-4 (ოტი-13, ჯეიმი ბენი-29), 3:2 ს. კოივუ-8 (სელიანე-26, ბოშემენი-10), 4:2 ბელესკი-1 (კოლიანო-6), 5:2 ს. კოივუ-9 (სელიანე-27, ჰაგმანი-9).

უცნაურია, მაგრამ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა "ანაჰაიმმა", რომელიც "დალასს" გაუმკლავდა - 5:2. თანაც, "ვარსკვლავებმა" 0:2 შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ "იხვები" არ გატყდნენ, ისევ გავიდნენ წინ და ორი ქულა აიღეს. დღის მეორე ჰეთ-თრიკი ჩაიწერა აქტივში საკო კოივუმ, კალიფორნიელების კარში კი კარგად გამოიყურებოდა ჯეფ დელაურიე, რომელსაც დებიუტი ჰქონდა ამ რეგულარულში. მის ანგარიშზე 26 სეივი მოდის. ეს მატჩი საიუბილეო იყო ტეემუ სელიანესთვის - "დაქსის" ვეტერანი 1300-ედ გავიდა ყინულზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა