მიხეილ მესხი ლეგენდად დარჩა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში
მიხეილ მესხი ლეგენდად დარჩა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მისი ფილიგრანული ოსტატობით აღტაცებული ფეხბურთის ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტები, კომენტატორები, ჟურნალისტები თუ მწერლები რას აღარ ადარებდნენ მესხის განუმეორებელ თამაშს.

"ლელოს" ვეტერანი კორესპონდენტი დემურ ტორაძე წლების განმავლობაში კრებდა ყველაფერს, რასაც მიხეილ მესხზე წერდნენ ჩვენში თუ უცხოეთში. დღეს გთავაზობთ ამონარიდების ნაწილს ჟურნალისტის არქივიდან.

"დიავოლ! შენ ფეხბურთის აკადემიკოსი ხარ..."

ანდრო ჟორდანია

"მესხის ფინტები ტორეადორის ნატიფ ხელოვნებას მოგვაგონებს"

გურამ ფანჯიკიძე

"მესხი ისე რომ თამაშობდეს, როგორც სხვები, მაშინ იგი მესხი არ იქნებოდა"

ლევ ფილატოვი

"მესხი იგივეა ქართული ფეხბურთისთვის, რაც "ვეფხისტყაოსანი" - ქართული ლიტერატურისთვის"

ვიქტორ ცარიოვი

"მიუხედავად იმისა, რომ მესხთან კონფრონტაციაში ვიყავი, მასზე უკეთესი ფეხბურთელი არსად მეგულება"

გიორგი სიჭინავა

"მესხი და მეტრეველი საბჭოური ფეხბურთის ფრთებს წარმოადგენენ"

ელენიო ერერა

"ძალზე ვწუხვარ, რომ არ მომიწია მესხის გვერდით თამაშმა"

ედუარდ სტრელცოვი

"სიამოვნებით ვითამაშებდი თავდასხმის ხუთეულში გაიოზ ჯეჯელავასთან, სლავა მეტრეველთან, ავთანდილ ღოღობერიძესთან და მიხეილ მესხთან ერთად"

ბორის პაიჭაძე

"ფინტების მხრივ მესხი შეუდარებელია - მას მხოლოდ გარინჩა თუ გაუწევდა მეტოქეობას"

სლავა მეტრეველი

"მესხი ერთი თავით მაღლა დგას საფეხბურთო სამყაროს ყველა გარემარბზე"

იოზეფ მასოპუსტი

"პირველად ვიხილე, თუ როგორ მიაწოდა ფეხბურთელმა თავის თავს პასი"

გაბრიელ ანო

"ზუსტი პასის ოსტატს მიხეილ მესხს მსოფლიოში N1 გარემარბად მივიჩნევ. მის მიერ მოწოდებულ ბურთს მხოლოდ თავის დახვედრება სჭირდებოდა"

ზაურ კალოევი

"ტექნიკის თვალსაზრისით მიხეილ მესხის ბადალი ოსტატი მსოფლიოში არ მინახავს"

გავრილ კაჩალინი

"მესხის ფინტები ფურორს იწვევდა ყველგან - სამხრეთ ამერიკაშიც კი, სადაც ასე განვითარებულია ეს ფილიგრანული ხელოვნება".

ანდრეი და ნიკოლაი სტაროსტინები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ika
მართალია მისი თამაში არ მინახია მაგრამ როგორც ჩანაწერებიდან მაქვს ნანახი დღესაც კი არ არსებობს ეგეთი ტექნიკური ფეხბურთელი
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა