ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამს" სპარსეთის ჩემპიონატის პლეი ოფში იოლი ბრძოლები არ ელის, რადგან მისი მეტოქეები სერიოზულად ძლიერდებიან
ირანის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამი" წარმატებულ სვლას განაგრძობს - 16 ტურის შემდეგ გუნდს წაგება არ აქვს და ამაყად უდგას სათავეში სატურნირო ცხრილს.

სპარსეთის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპი 12 იანვარს დასრულდება და გუნდები ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ. წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ "მაჰრამს" პლეი ოფში იოლი ბრძოლები არ ელის, რადგან მისი მეტოქეები სერიოზულად ძლიერდებიან.

მაგალითისთვის: მესამეადგილოსანმა "პეტროჩიმიმ" ერთმანეთის მიყოლებით ორი მაღალი დონის კალათბურთელი დაიმატა - ჯერალდ გრინი და სმაშ პარკერი. გრინი სხვადასხვა დროს "მინესოტაში", "ჰიუსტონსა" და "დალასში" თამაშობდა, ხოლო პარკერს NBA-ს ექვსი კლუბი აქვს მოვლილი - "კლივლენდი", "დეტროიტი", "ფინიქსი", "ლეიკერსი", "მაიამი", "კლიპერსი".

დავუბრუნდეთ "მაჰრამს" რომლის ბოლო მატჩში ნიკა ცქიტიშვილი ჩვეულად ვერ გაისარჯა: 16 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა გუნდმა კი ყოველგვარი სირთულის გარეშე დაამარცხა "პოუია" - 121:59.

ერთი ტურით ადრე მაჰრამელებმა ნიკას გარეშე (ტრავმირებული იყო) სძლიეს "შირაზს" - 101:74.

როგორც გითხარით, ირანის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩს "სკიტას" გუნდი 12 იანვარს ჩაატარებს. მისი მეტოქე "აჰვაზი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა