"ჰოსპიტალეტის" ტურნირში 18 წლის ქართველი ფორვარდის გუნდმა ნახევარფინალური მატჩი "ლიეტუვოს რიტასთან" 70:97 დათმო
18 წლის ბექა ბურჯანაძემ "ჰოსპიტალეტის" მეტად პრესტიჟული ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მისმა "კახასოლმა" ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ "ლიეტუვოს რიტასთან" 70:97 დათმო.

წაგებული შეხვედრიდან ვინმეს გამორჩევა რთულია, მაგრამ ერთი მაინც უნდა ითქვას - ბექამ მაქსიმუმი გააკეთა, რასაც მისი მონაგარიც ადასტურებს: 30 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა.

ქართველმა ფორვარდმა სამქულიანები 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა: 6-დან 3 ჩააგდო, რასაც 1 ორქულიანი და 6 საჯარიმო მიამატა. ბექა "კახასოლში" მსუბუქ ფორვარდად ირჯება და სამქულიანებსაც მეტ ყურადღებას უთმობს. 201 სმ სიმაღლის კალათბურთელისთვის შესაფერისი ამპლუა სწორედ მსუბუქი თავდამსხმელობაა.

ბურჯანაძემ ჰოსპიტალეტის ტურნირის სხვა მატჩებშიც არაერთი სამქულიანი ისროლა. მაგალითად, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბოსნიურ "სპარსთან" 5 შორეული ტყორცნიდან 3 გამოიყენა, რასაც 4 ორქულიანი (6-დან) მიამატა და 17 ქულას მოუყარა თავი. გარდა ამისა 32 წუთში ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე 4 მოხსნა, 2 დაფარება და 3 ჩაჭრა იყო. მისმა "კახასოლმა" ბოსნიელები 80:72 დაამარცხა.

ნახევარფინალში სევილიელებმა "რიტასთან" როგორ წააგეს ზემოთ უკვე მოგახსენეთ, მესამე ადგილისთვის მატჩი კი ესპანურ "ხუვენტუდთან" დათმეს - 75:84.

ბურჯანაძემ ამჯერად 19 წუთი ითამაშა, თუმცა 10-ქულიანი ბარიერი მაინც დასძლია - 14 ქულა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. მის ანგარიშზე 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამიანი იყო.

ჰოსპიტალეტის ტურნირზე ბურჯანაძის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 5 მატჩი, 27.2 წუთი, 14.6 ქულა, 4 მოხსნა, 0.2 პასი, 2.2 ჩაჭრა, 1.2 დაფარება.

ფინალში "ლიეტუვოს რიტასმა" "ბარსელონა" 72:68 დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა