"ბრიტანელი ლომების" მწვრთნელის არჩევა წლეულს ექვსი ერის გათამაშების მსვლელობისას მოხდება
ცნობილია, რომ "ბრიტანელი ლომები" 2013 წელს ტურნეს ავსტრალიაში გამართავენ. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიადი გუნდისთვის კი ჯერ მწვრთნელი არ შეურჩევიათ. კანდიდატი სამია, უელსის ნაკრების მწვრთნელი უორენ გეთლენდი, შოტლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცი ენდი რობინსონი და "სამყურების" (ირლანდიის ნაკრები) დამრიგებელი დეკლან კიდნი.

"ბრიტანელი ლომების" მწვრთნელის არჩევა წლეულს ექვსი ერის გათამაშების მსვლელობისას მოხდება. სამივე მათგანს ყურადღებით დააკვირდებიან და არჩევანიც ამის მერე გაკეთდება. თუ პირობებს ვერცერთი მათგანი დააკმაყოფილებს, მაშინ "ბრიტებს" ისევ ყოფილი მწვრთნელი და "ბასის" ამჟამინდელი თავკაცი იან მაკგიჰანი წარუძღვება.

ის "ბრიტანელ ლომებს" 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნეში ახლდა, სადაც ევროპელებმა "ბოკეს" მხოლოდ ერთხელ მოუგეს და ორჯერ დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელის სტიურატ ლანკასტერის კანდიდატურა არ განიხილება, რადგან მას სათანადო გამოცდილება არ გააჩნია.

"საჭირო არ არის გენიოსი იყო, რათა ღირსეული კანდიდატი შეარჩიო. ჩვენ მათ ყურადღებით დავაკვირდებით და ვნახავთ რამდენად ღირსნი არიან ისინი "ბრიტანელ ლომებს" უხელმძღვანელონ" - თქვა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ფენანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის