"ვოლგას" 24 წლის ქართველ ნახევარმცველს შეკრების წინა დღეს დაურეკეს, არ ჩამოხვიდე, დუბლებში გადაგიყვანეთო
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ნაახალწლევს მოსკოვში შეიკრიბა, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და 7 იანვარს მოსამზადებლად თურქეთში გაემგზავრნენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დმიტრი ჩერიშევმა ბელექში მხოლოდ ორი ქართველი წაიყვანა - მცველი გია გრიგალავა და თავდამსხმელი მათე ვაწაძე.

კლუბის ვებგვერდი არაფერს იუწყებოდა ზურაბ არზიანის თაობაზე, რომელიც "ვოლგაში" შარშან, აგვისტოში გადავიდა. 24 წლის ნახევარმცველი ამჟამად თბილისშია და გვითხრა, რომ დუბლებში გადაიყვანეს.

"შეკრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე დამირეკეს, აღარ ჩამოხვიდე, დუბლებში გადაგიყვანეთო. მაგრამ ბილეთი აღებული მქონდა და მოსკოვში ჩასვლა და მწვრთნელთან დალაპარაკება გადავწყვიტე.

ჩერიშევი ასისტენტთან ერთად ვნახე და ორივეს ვკითხე, ძირითადი გუნდიდან გაშვება რატომ მაცნობეს შეკრების დაწყებამდე ერთი დღით ადრე და არა სეზონის დასრულების შემდეგ, როგორც წესია? წესიერი ხელმძღვანელები ასე ფეხბურთელს არ ექცევიან.

თავი იმართლეს, გაზეთებით შევიტყვეთ, რომ მაინც წასვლას აპირებდიო. ასეთ არასერიოზულ პასუხს არ ველოდი. საწყენია, მაგრამ რას ვიზამ, 16 იანვარს "ვოლგას" დუბლშემადგენლობა თურქეთში მიემგზავრება მოსამზადებლად, მეც წავყვები, ვივარჯიშებ და მომზადებულს უფრო არ გამიჭირდება გუნდის მოძებნა", - გვითხრა არზიანმა.

ზურაბი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს: "ეს ცნობა ტელევიზიით გავრცელდა. ვიცი, რომ ინტერესი არის და მესმის, რომ ეს "დილას" სურვილია. მაგრამ "დილაში" თამაში ჩემთვის არც ჩემს მენეჯერ მამუკა ჯუღელს შემოუთავაზებია და არც გორელებს. არც ის მგონია, "ვოლგადან" წამოსულები, ხოჯავა და სალუქვაძე საქართველოში თამაშს დასთანხმდნენ, ჯერ "დილას" თაობაზე მათთვისაც არაფერი უთქვამთ.

ქართულ კლუბებში თამაშის ერთადერთ ვარიანტად ქუთაისის "ტორპედო" განიხილებოდა, მაგრამ მერე საქმე სერიოზულ მოლაპარაკებამდე არც მისულა", - ამბობს არზიანი.

"ვოლგას" ფეხბურთელების შვიდი თვის ხელფას-პრემიები ემართა, დეკემბერში კი მხოლოდ ორი თვის დავალიანება გაისტუმრეს. არზიანმა ადრეც გვითხრა, რომ დავალიანება ნაწილობრივ გაუსტუმრეს, თუმცა რუსეთის საფეხბურთო კავშირში "ვოლგასთან" კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით სარჩელის შეტანას მაინც აპირებს:

"კონტრაქტი 2014 წელს მიმთავრდება, მაგრამ ჩემი პრობლემები არ მოაგვარეს და კონტრაქტის გაწყვეტას მოვითხოვ. თუმცა ამ საქმის მოგვარებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა