სპორტულ სამყაროში ასეა მიღებული – ათლეტები გარკვეული თანხით სხეულის ამა თუ იმ ნაწილს თუ ორგანოს იზღვევენ ხოლმე. ჩოგბურთელები – ხელს, ფეხბურთელები – ფეხს, მოკრივეები – თვალს...

სპორტულ სამყაროში ასეა მიღებული – ათლეტები გარკვეული თანხით სხეულის ამა თუ იმ ნაწილს თუ ორგანოს იზღვევენ ხოლმე. ჩოგბურთელები – ხელს, ფეხბურთელები – ფეხს, მოკრივეები – თვალს... ანუ, ვისაც რა უზიანდება, იმას უფრთხილდება. თუ გამოიცნობთ, რა დაიზღვია ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ტროი პოლამალუმ?

თმის მოვლის საშუალებათა მწარმოებელმა კომპანიამ, საყოველთაოდ ცნობილმა Procter & Gamble-მა ეროვნულ საფეხბურთო ლიგის (NFL) კლუბ "პიტსბურგ სტილერსის" მოთამაშე ტროი პოლამალუს თმა დაუზღვია. პოლამალუ თავისი ვარცხნილობებითა და Head and Shoulders-ის შამპუნების სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობითაა ცნობილი.

მისი წინაპრები სამოადან არიან და ამ კუნძულის აბორიგენთა ადათ-წესით, მამაკაცები თმას საერთოდ არ უნდა იმოკლებდნენ. პოლამალუ წინაპრების ამ ადათ-წესს ზედმიწევნით როდი იცავს – თმა მხოლოდ 2000 წელს მოუშვა, თუმცა ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამერიკული ფეხბურთით გატაცებული 29 წლის კაცის თმის სიგრძე 90 სანტიმეტრს გატოლებოდა.

Procter & Gamble-მა კი ტროის თმა მილიონ დოლარად დააზღვია, თუმც საინფორმაციო საშუალებები არ აკონკრეტებენ, თუ რა უნდა მოუვიდეს პოლამალუს თმას, რათა სადაზღვევო კომპანიამ მის მფლობელს მილიონი დოლარი გადაუხადოს.

მარჩიელობას არ დავიწყებთ და იმასღა დავძენთ, რომ იყო შემთხვევები, როცა მეტოქეები ტროი პოლამალუს თმაში წვდომით აჩერებდნენ...

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა