მისი ბოლო ნამსაჯი მთელმა დედამიწამ ნახა - 700 მილიონმა ადამიანმა, გასულ კვირას კი ინგლისელმა მსაჯმა ჰოვარდ ვებმა...

მისი ბოლო ნამსაჯი მთელმა დედამიწამ ნახა - 700 მილიონმა ადამიანმა, გასულ კვირას კი ინგლისელმა მსაჯმა ჰოვარდ ვებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დიდება საკვირაო ლიგის ფეხბურთზე გაცვალა. აქ მის პროფესიონალიზმს თვალს 20 გულშემატკივარი და... ძაღლი ადევნებდნენ.

ორი სიტყვით საკვირაო ლიგის შესახებ: ეს გახლავთ ინგლისური სამოყვარულო ლიგა, რომლის თამაშებიც, როგორც ხვდებით მხოლოდ კვირაობით იმართება. აქვე დავძენთ, რომ ინგლისის სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში არსებობს შაბათის ლიგაც. როგორც საკვირაო, ასევე შაბათის ლიგებში გამოდიან ადამიანები, რომლებიც მოყვარულთა დონეზეც კი ვერ გამოირჩევიან ოსტატობით და მეტი ვარჯიშისა და თამაშისთვის დრო არ აქვთ, მაგრამ ძალიან უყვართ ბურთაობა. ჰოდა, 39 წლის ვებმა კვირა შუადღისას როტერჰემის თასის შეხვედრას უმსაჯა. ერთმანეთს ორი ადგილობრივი გუნდი ებრძოდა "ტაირბერგის მუშა კაცების კლუბი" და "უიკერსლის სოციალური კლუბი".

შეგახსენებთ, რომ ჰოვარდ ვები ის არბიტრია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში 14 ყვითელი ბარათი ამოიღო. ეს გახლდათ ესპანელებისა და ჰოლანდიელების დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ესპანელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გეხსომებათ: შეხვედრა ყველაფერთან ერთად ბინძური თამაშითაც გამორჩეოდა.

რადიკალურად განსხვავებული გახლდათ მუშებისა და სოციალურ მუშაკთა დაპირისპირება, სადაც ვებს მაღალ ბალახში გადავარდნილი ბურთის ძებნაც კი მოხდა. ცნობისთვის: ბურთი ვერ იპოვნეს და ახალი გახდა მოსატანი. სოციალურმა მუშაკებმა 3:0 მოიგეს, მსაჯმა კი თქვა:

"კარგი თამაშის გაძღოლა მჭირდებოდა და ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი? მეც თავად ხომ ერთი როტერჰემელი ბიჭი ვარ, რომელმაც სწორედ ამ ლიგებიდან დაიწყო თავისი მოღვაწეობა. მართალი გითხრათ, საკვირაო ლიგის შეხვედრის გაძღოლა დღეს უფრო გამიჭირდა ვიდრე ათი წლის წინ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ახლა უკვე სხვა რამეს ვარ დაჩვეული. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ პრემიერლიგის ფეხბურთელთა მოქმედებები გაცილებით იოლი ამოსაცნობია. რასაკვირველია, ყოველ დღე ტურის მთავარი მატჩის გაძღოლა არ მიხდება, თუმცა ერთი ფაქტია: პრემიერლიგაში რომ მსაჯობ გადაწყვეტილებების მიღებისას ტელევიზიის ფაქორსაც ითვალისწინებ".

ვები, რომელიც პოლიციის სერჟანტი გახლავთ, პრემიერლიგაში 11 სექტემბერს ჩაებმება.

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე