ახალ ზელანდიაში გამართულმა მსოფლიოს თასის გათამაშებამ ბევრი ახალგაზრდა მორაგბე წარმოაჩინა
ახალ ზელანდიაში გამართულმა მსოფლიოს თასის გათამაშებამ ბევრი ახალგაზრდა მორაგბე წარმოაჩინა, დევიდ პოქოკი, ტობი ფალეტაუ, მანუ ტუილაგი და სხვები.

ცხადია, მომავალ, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოუთმენლად ველით მსგავსი და კიდევ უფრო მაღალი დონის ამომავალ ვარსკვლავებს.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ არსებობს მთელი ჯგუფი ძალიან ძლიერი მორაგბეებისა, რომლებმაც, სავარაუდოდ, შარშან ბოლოჯერ ითამაშეს მსოფლიოს თასზე. მართალია, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ რაგბობს, თუმცა ძნელად დასაჯერებელია, რომ კიდევ ოთხი წელიწადი გაუძლებენ მუდმივად მზარდ კონკურენციას.

აი ისინიც:

ბრაიან ოდრისკოლი (ირლანდია) - ის მსოფლიოს რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშეა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო მორაგბეცაა. ბრაიან ოდრისკოლი ირლანდიის "ოქროს თაობის" მორაგბეთა შორის ყოველთვის გამორჩეული იყო. ექვსი ერის შარშანდელი გათამაშების ბომბარდირმა უკვე განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას 2013 წელს "ბრიტანელი ლომების" ავსტრალიური ტურნეს შემდეგ დაასრულებს.

შეინ ვილიამსი (უელსი) - მისი მიღწევები თავისთავად მეტყველებენ ამ "ჩია", მაგრამ უდიდესი მორაგბის შესახებ. შეინმა, რომელიც 2008 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს, ნაკრების 68 მატჩში 57 ლელო გაიტანა. მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა და გამოსათხოვარ მატჩში ნოემბერში ავსტრალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.

ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა) - ის დერეფნის ბატონ-პატრონი იყო. "ბოკეს" შემადგენლობაში მეტფილდმა 110 კეპი მოიხვეჭა და მხოლოდ კაპიტანს ჯონ სმიტს ჩამორჩა. მან ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ რაგბის თამაშს თავს ანებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების შერკინება აღარასდროს იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც მეტფილდის დროს იყო.

ჯონი ვილკინსონი (ინგლისი) - ის თანამედროევეობის ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ინგლისის ნაკრები "ვილკოსთან" ერთად და მის გარეშე ორი აბსოლუტირად განსხვავებული გუნდია. ჯონი ფეხით თამაშის მოდის კანონმდებელია. მისი ცნობილი, დიდოსატური არეკნის წყალობით "პომებმა" 2003 წელს "ვებ ელისის" თასი მოიგო. ხოლო 2007 წლის მსოფლიოს თასზე ფინალში გააღწია.

სამწუხაროდ, რაგბის ამ უდავოდ უბრწყინვალესმა მოთამაშემ ერთი თვის წინათ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხდა. არადა, ის მხოლოდ 36 წლის იქნებოდა. მსოფლიოს თასის გათამაშების ისტორიას კი ამაზე ბევრად ხანდაზმული მოთამაშეებიც ახსოვს.

კრის პატერსონი (შოტლანდია) - ის შოტლანდიური რაგბის თილისმა იყო. პატერსონი 33 წლისაა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საუკუნეა შოტლანდიის ნაკრებში თამაშობს. "ნარშავების" ყველაზე გამორჩეულმა მორაგბემაც ახალახან ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა,

ფელიპე კონტეპომი (არგენტინა) - არგენტინული რაგბის ლეგენდა, მიუხედავად იმისა, რომ 34 წლისაა ჯერაც ხალასად და საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. მართალია, სისწრაფე ოდნავ დააკლდა, მაგრამ ამის კომპენსაციას უდიდესი გამოცდილების წყალობით ახერხებს. მსოფლიოს თასის ოთხ გათამაშებაში ასპარეზობა ხუმრობა არ არის.

არ გაგვიკვირდება, თუ კონტეპომის 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ არგენტინელთა ბანაკში ვიხილავთ.

კევვინ მეალამუ (ახალი ზელანდია) - ის "ოლ ბლექსში" ერთ-ერთ საკვანძო პოზიციაზე თამაშობს. მალილი მულიაინასა და რიჩი მაქოას მსგავსად, 2011 წლის მსოფლიოს თასზე დიდი ხნის ოცნება აისრულა. მეალამუმ "ოლ ბლექსში" 92 კეპი მოიხვეჭა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ შონ ფიცპატრიკს გაუთანაბრდა, რომელიც ასევე შერკინებს კვაჭი იყო.

მაურო ბერგამასკო (იტალია) - უფროსმა ძმებ ბერგამასკოებიდან იტალიურ რაგბიში ეპოქა შექმნა. არგენტინული წარმოშობის დიეგო დომინგესის შემდეგ მაურო იტალიური რაგბის ყველა დროის საუკეთესო მორაგება. ქომაგებს არასდროს დაავიწყდება მისი შესანიშნავი თამაში 2009 წელს ინგლისის ნაკრებთაან. სამწუხაროდ, ხშირი ტრავმების გამო, სავარაუდოდ, მას 2015 წლის მსოფლიოს თასზე ვერ ვიხილავთ.

ნიკოლა მასი (საფრანგეთი) - გასაკვირი არ არის, რომ 2011 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრები მას შემდეგ ამოქმედდა მთელი ძალით, რაც პლეიოფისთვის ტრავმირებული ნიკოლა მასი გამოკეთდა და ძირთად შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. მის გარეშე "ლე ბლომ" ჯგუფური ტურნირი უფერულად ჩაატარა და მეოთხედფინალში გაჭირვებით გააღწია.

მასი ახლა 31 წლისაა და ტრავმები აწუხებს. ფრანგებმა უნდა მოახერხონ და ისწავლონ მის გარეშე გაარჯვების მოპოვება.

ჯეიმზ ოლრიჯი (იაპონია) - მან უდიდესი როლი ითამაშა იაპონიის ნაკრების მიერ ახალ ზელანდიაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში დადგმულ სპეკქტაკლებში. ჯეიმზმა მომავალ ფინალისტს ორი ლელო გაუტანა, რაც ძალიან ბევრი უდიდესი მორაგბისთვისაც კი საოცნებო ამბავია.

ის ახლა 32 წლისაა, თუმცა ახალ ზელანდიაში დაბადებული იაპონელი, იმდენად სიცოცხლის უნარიანია, რომ თუ რამე სერიოზული პრობლემა არ შეექმნა, ადვილი შესაძლებელია 2015 წლის მსოფლიოს თასზეც ვიხილოთ.

პოლ ემერიკი (აშშ) - მისი ძალისხმევა გადამწყვეტი გამოდგა, იმ შესანიშნავ თამაშში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიოს თასზე აჩვენა. ოთხი წლის შემდეგ ემერიკი 35 წლის იქნება, მაგრამ თუ ამერიკელთა გუნდი პროგრესირებას განაგრძობს, გამორიცხული არ არის, ამაში წვლილი პოლ ემერიკმაც შეიტანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა