ლანჩხუთის არენას ბოლოს რეკონსტრუქცია ზუსტად 26 წლის წინ - "გურიას" უმაღლესში გადასვლასთან დაკავშირებით ჩაუტარდა
ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ლანჩხუთში სტუმრობისას გააკეთა. მან საფეხბურთო კლუბ "გურიას" სტადიონი არქიტექტორებთან ერთად მოინახულა. მინისტრს ახლდნენ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია უახლოეს პერიოდში დაიწყება და თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი სტადიონი გაკეთდება.

არქიტექტორები პირველ რიგში დეტალურად შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, კონსტრუქტორები დაადგენენ სტადიონის ტრიბუნის მდგრადობას და ამის შემდეგ გაკეთდება პროექტი.

გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, კახაბერ ებრალიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ლანჩხუთელ გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი გაუკეთა.

"ლანჩხუთის საფეხბურთო საზოგადოებისა და ქომაგების სახელით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გაჭირვების ჟამს ლანჩხუთის "გურიას" გვერდში დაუდგნენ. ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ მათი მხარდაჭერა გავამართლოთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "გურია" ჯერ უმაღლეს ლიგას, შემდეგ კი ქართული ფეხბურთის ელიტას დაუბრუნდეს", - გვითხრა ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის მთავარ არენას ბოლოს რეკონსტრუქცია ზუსტად 26 წლის წინ ჩაუტარდა - "გურიას" უმაღლეს ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით არენა ზამთრის სუსხიან ერთ თვეში გაკეთდა, რაც 25 მილიონი მანეთი დაჯდა, როცა რაიონის ბიუჯეტი მხოლოდ ამის მეხუთედი იყო. მაშინ დაგებული მინდვრის საფარი და სადრენაჟე გაყვანილობა ბოლო დრომდე იდეალურად გამოიყურებოდა.

სტადიონი "გურიას" ყველა დროის საუკეთესო პატრონის, ევგრაფი შევარდნაძის სახელს ატარებს - ეს 90-იანი წლების დასაწყისიდან, მანამდე არენა ანდრო ჟორდანიას სახელობისა გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა