უმაღლეს ლიგაში რვის ნაცვლად 10 გუნდი ითამაშებს და ასევე გაუქმდება მეორე ლიგა

საქართველოს 2012-13 წლების პირველობა შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით გაიმართება.

საამისოდ, განხორციელდება მთელი რიგი ცვლილებები. კერძოდ, უმაღლეს ლიგაში რვის ნაცვლად 10 გუნდი ითამაშებს.

გუნდები ითამაშებენ, ტრადიციულად ორ წრედ, შინ და გარეთ და გამარჯვებულის ვინაობას პლეიოფის სისტემით გაარკვევენ.

გაუქმდება მეორე ლიგა. იქ მოთამაშე და ახლადშექმნილი გუნდები აღმოსავლეთ და დასავლეთ დივიზიონებად დაყოფილ პირველ ლიგაში გაერთიანდებიან.

ამ ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს: დასავლეთ დივიზიონში გამოვლენ: ქუთაისის "ბაგრატი", ფოთის "რაინდები", ოზურგეთის "არწივები", საჩხერის "ჯრუჭი", ბათუმის "დელფინები" და სენაკის "ნოქალაქევი".

აღმოსავლეთში - პატარძეულის "ვეფხვები," თბილისის "ხულიგანა" და "დევები", "თიბისი", "დინამო", "ტორნადო", "ბარბაროსები", "მგლები", "სტუ" და "ივერია".

ორივე დივიზიონში გუნდები ორ წრედ ითამაშებენ. ორ-ორი საუკეთესო ოთხგუნდა ჯგუფს შექმნის, რომელშიც ასევე ორწრიანი ტურნირი ჩატარდება. ორი საუკეთესო კი უმღლესი ლიგის ორ უარესთან გადათამაშებაში შეეცდება რანგით მაღალი ლიგის საგზურის მოპოვებას.

შემოდგომა-გაზაფზულის სისტემა სექტემბრიდან ამოქმედდება და 2013 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მანამდე, წლეულს, 18 თებერვალს ე.წ. "გაზაფხულის გარდამავალი ტურნირი" აიღებს სტარტს, რომლის პირველ ეტაპზე პირველი ლიგის გუნდები იასპარეზებენ. აღმოსავლეთისა და დასავლეთის დივიზიონების გამარჯვებულები უმაღლეს ლიგას დაემატებიან.

31 მარტიდან "გაზაფხულის გარდამავალ ტურნირში" უმაღლესი ლიგის გუნდები ჩაერთვებიან. ორჯგუფა თორმეტგუნდა ტურნირი, სავარაუდოდ, 26, ან 27 მაისს დასრულდება. პირველ ჯგუფში ითამაშებენ: "არმია", "ლელო", "არმაზი", "ყოჩები", "ბათუმი XV" და დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული. მეორე ჯგუფი: "აია", "ლოკომოტივი", "ხარები", "აკადემია", "ჯიქები" და აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული.

წლეულს, შეიცვლება ქულათა დარიცხვის სისტემაც: მოგებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, ამასთან თუ მეტოქეს მინიმუმ სამით მეტ ლელოს გაუტანს, ერთი პრემიალური ქულა ერგება. ასევე შეუძლია პრემიალური ქულა მოიპოვოს წაგებულმა გუნდმაც, იმ შემთხვევეაში თუ შვიდი და ნაკლები ქულით დამარცხდება. ფრე 2 ქულაა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს თასის გათამაშება უქმდება.

2012 წლის საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა, ქალთა და ჭაბუკთა შეჯიბრებების ჩატარების შესახებ დებულება განთავსდება რაგბის კავშირის საიტზე მენიუში "შიდა ასპარეზი" ; ქვემენიუ "დოკუმენტები".

rugby.ge

zura1504
თასი რატომ გაუქმდა?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა