საინტერესო კომენტარი - რიბერიმ, დორტმუნდში გიოტცეზე მაგარი ლევანდოვსკიაო...
ასეთ კომენტარს, მით უმეტეს ფრანკ რიბერისგან, ნამდვილად არავინ ელოდა. ჟურნალ „შპორტ ბილდის“ ახალ ნომერში „ბაიერნის“ ფრანგი გარემარბის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც, კითხვაზე, რას ფიქრობს დორტმუნდის „ბორუსიას“ ვუნდერკინდსა და გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავ მარიო გიოტცეზე, 28 წლის რიბერი ასე პასუხობს:

„მარიო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა... პირადად მე, „დორტმუნდიდან“ ყველაზე მეტად თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ვაფასებ. მეტიც, მიმაჩნია, რომ პოლონელს გიოტცეზე მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს. ლევანდოვსკი, მაღალი და ამავე დროს ტექნიკური ცენტრფორვარდია. კარგად ფლობს ბურთს, აქვს შესანიშნავი საგოლე ალღო, ბრწყინვალედ გამოიყურება საჰაერო ორთაბრზოლებში და კარგი პასების ჩამორიგებაც შეუძლია. მოკლედ, ჩემი აზრით, დორტმუნდელთა საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ რობერტია.“

პრინციპში, 23 წლის ლევანდოვსკი მართლაც შესანიშნავ სეზონს ატარებს. მან შეძლო და ამ სეზონში დორტმუნდის პუბლიკას ლუკას ბარიოსის არსებობა დაავიწყა – ეს უკანასკნელი კი ბოლო ორ სეზონში „ბორუსიას“ საუკეთესო მეგოლე იყო, თუმცა ზაფხულში დაშავდა, რითაც ლევანდოვსკიმ ისარგებლა და სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო. ბარიოსი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ პოლონელს სასტარტოში ადგილი ვეღარ წაართვა, რის გამოც გუნდიდან წასვლა უნდა.

რიბერის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენი გერმანელი კოლეგები ლოგიკურად ვარაუდობენ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ერთადერთი ბაიერნელი არ არის, ვისაც ლევანდოვსკი ასე ძალიან მოსწონს. მიმომხილველთა აზრით, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ „ბაიერნში“ პოლონელის გადაბირებაზე ფიქრობენ.

აი, რას ამბობს თავად რიბერი ამასთან დაკავშირებით: „ტრანსფერებზე ფიქრი ჩემს მოვალეობებში არ შედის, ეს შეფების საქმეა, მაგრამ თუ ვინმე აზრს მკითხავს, პირდაპირ ვეტყვი, რომ ლევანდოვსკის ყიდვის მომხრე ვარ. ჩემთვის რობერტი გიოტცეზე ძვირფასი ფეხბურთელია!“ - ეს ძალიან საინტერესო პასუხია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა