4-2 - ასეთი ბალანსით იწონებენ თავს ტოჩინოშინი (ლევა გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) იანვრის ბაშოზე
გუშინ ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) დიდი გაჭირვებით დაამარცხა ფუჯიაზუმა. იაპონელი უტევდა, მაგრამ 24 წლის ქართველის მავაში ხეირიანად ვერ მოიგდო, რითაც კარგად ისარგებლა ჩვენებურმა.

4-2 - ასეთია ტოჩინოშინის ბალანსი იანვრის ბაშოზე, ისევე როგორც გაგამარუსი (თეიმურაზ ჯუღელი).

ამ უკანასკნელმა გუშინ ჩიონოკუნისთან წააგო, არადა, უტევდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და მასზე 62 კილოგრამით მსუბუქ სუმოისტზე ადრე დავარდა დოჰიოზე.

ძურიოს დივიზიონში ცუდად ასპარეზობს კოკაი (ლევან ცაგურია), მას 2-4 ბალანსი აქვს.

იანვრის ბაშოზე დაუმარცხებელთა რიცხვი სამამდე შემცირდა - 6-6 მოგება აქვთ მონღოლ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოს, ბულგარელ ჩემპიონ კოტოოშუს და მის ესტონელ "კოლეგას", ბარუტოს.

VI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (იორიკირი), ბარუტო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა (კიმედაში), კოტოოშუ-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (ცურიდაში), კისენოსატო-ტაკეკაძე (ოშიდაში), კიტატაიკი-მიაბიამა (უვატედაშინაგე), ტაკაიასუ-ოკინოუმი (იორიკირი), ტოჩინოვაკა-იოშიკაძე (ცუკიოტოში), ჰომაშო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოჩინოშინი-ფუჯიაზუმა (იორიკირი), ჩიონოკუნი-გაგამარუ (ცუკიოტოში). ძურიო: ტამავაში-კოკაი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი)... 4-2: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 9), გაგამარუ (მ 10)

VII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კიტატაიკი, კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ, კოტოოშუ-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-ვაკაკოიუ, ბარუტო-კაკურიუ, ტოიონოშიმა-მიაბიამა, ტაკეკაძე-ამინიშიკი, ოკინოუმი-ტოჩინოვაკა, მიოგირიუ-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-იოშიაზუმა, გაგამარუ-საგაცუკასა. ძურიო: კოკაი-კოტოიუკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა