თბილისელმა ბატუტზე მხტომელმა სალიცენზიო ტურნირში 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა
გუშინ სასიხარულო ცნობა მივიღეთ ლონდონიდან - ბატუტზე მხტომელთა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირზე თბილისელმა ლუბა გოლოვინამ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური დაიმსახურა.

შარშან ბრიტანულ ბირმინგემში გამართულ ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ლონდონის ოლიმპიადის 8 საგზური გათამაშდა. მათი მფლობელები გახდნენ ჩინელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ჰი ვიენა, მსოფლიოს ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი და სინქრონულ ხტომებში ოქროს მედლის მფლობელი როსანა მაკლენანი (კანადა), მსოფლიოს ჩემპიონი ლი დანი (ჩინეთი), ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი კარენ კოკბურნი (კანადა) ტატსიანა პიატრენია (ბელრუსი), ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ანა დოღონაძე (გერმანია), სავანა ვინსანტი (აშშ) და კატერინა დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი).

იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ბირმინგემში IX-XXIII ადგილები დაიკავეს, 13 იანვარს ლონდონში სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის უფლება მიეცათ დარჩენილი 8 საგზურის მოსაპოვებლად. მათ შორის პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსან ლუბა გოლოვინასაც. გუშინ, მათ გარდა, ტურნირზე უკონკურსოდ ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნები და ბრიტანელი სპორტსმენი დაუშვეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სულ 14 ქვეყნის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა. შესანიშნავად იასპარეზა ლუბა გოლოვინამ. სავალდებულო პროგრამის შემდეგ იგი მხოლოდ ჰი ვიენას ჩამორჩებოდა. ნებისმიერი პროგრამით მეექვსე იყო! ორი ვარჯიშის ჯამში 100.780 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა, რითაც ფინალში გამოსვლის უფლება და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ ეტაპზე წელის ტკივილმა კვლავ შეახსენა თავი და გოლოვინაც 47.645 ქულით მე-8 ადგილს დასჯერდა, კონკურსში მონაწილეთაგან კი მეხუთე იყო. ჰი ვიენა, რომელმაც კვალიფიკაციაში ყველას გაუსწრო, ფინალში 51.505 ქულით VII ადგილზე გავიდა. I-VI ადგილები კი ასე განაწილდა: 1. როსანა მაკლენანი (54.520), 2. ანდრეა ლენდერსი (ჰოლანდია, 54.050), 3. ანა რენტე (პორტუგალია, 54.035), 4. კატერინა დრისკოლი (დიდი ბრიტანეთი, 534.730), 5. გალინა გონჩარენკო (რუსეთი, 53.365), 6. ზიტა ფრიდრიხოვა (ჩეხეთი, 52.305).

- ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლუბა გოლოვინას წელი სტკიოდა და ინტენსიურად მკურნალობდა. საასპარეზოდაც გამაყუჩებლებით გავიდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე ტიტულოვან სპორტსმენებთან პაექრობაში დაკავებული IV ადგილიც დიდი გამარჯვებაა, რაც თბილისელი სპორტსმენის სულიერ სიმტკიცეზე მიუთითებს.

გადამწყვეტი შეჯიბრების წინ იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ ლუბას, რომელმაც მთავარი საქმე გააკეთა, ფინალში არ ეასპარეზა, მაგრამ თავად ითხოვა ბატუტზე გასვლა და მის სურვილს არ შევეწინააღმდეგეთ. წელმტკივანმა კარგად შეასრულა მთელი ვარჯიში, თუმცა ბოლო ელემენტისას სადაზღვევო ლეიბს შეეხო და VIII ადგილი ხვდა. ყოველივეს მიუხედავად, მთავარი მიზანი შესრულებულია - ლუბა გოლოვინა ოლიმპიურ თამაშებში მეორედ იასპარეზებს, - გვითხრა ბატუტზე მხტომელთა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა