ნაახალწლევია და საფეხბურთო ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა...
ნაახალწლევია და საფეხბურთო ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა. საინტერესო ბევრი მოხდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ზოგი ქართული კლუბი ღონიერ ნაბიჯებს დგამს, არიან ისეთებიც, მათგან კარგი ამბები რომ არ ისმის.

კარგი ამბავია ამნისტია, მით უმეტეს, ნულოვანი ტოლერანტობის ფონზე. შარშან, გაზაფხულზე ტოტალიზატორთან დაკავშირებულ მაქინაციებში ეჭვმიტანილი ხუთი ფეხბურთელი ჯერ დააპატიმრეს, მერე მალევე გამოუშვეს, შემდეგ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. დაპატიმრება და გათავისუფლება ძალოვანი სტრუქტურების საქმეა, დისკვალიფიკაცია - ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის. ყველაფერი კი ერთ "ანსამბლში" ჩაჯდა. ისე გამოვიდა, თითქოს ფეხბურთელებს თავისუფლება რაღაცის გამო უბოძეს. და რა იყო ეს "რაღაც"?..

ახლახან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ხუთივე ფეხბურთელი შეიწყალა და დისკვალიფიკაცია მოუხსნა. როგორც ჩანს, ფედერაციას კვალიფიციური მრჩეველი გამოუჩნდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმეში. ფედერაციის პრეზიდენტი დადებით "კონტექსტში" მოექცა და ეს უდავოდ პიარული წარმატებაა.

არა მგონია, საფეხბურთო სამყაროდან ბევრს სურდა ფეხბურთელების სამუდამო დისკვალიფიკაცია. გულჩვილობა აქ ნაკლებად უნდა იყოს მიზეზი, უბრალოდ, საფეხბურთო სამყარომ ყველაფერი კარგად იცის - ქართულ ფეხბურთში იმაზე უარესები მომხდარა, რაც ამ ხუთ ფეხბურთელს შეემთხვა. უარესების მქნელები სავარძელში ისხდნენ და ახალ ამბებში უყურებდნენ ამ ბიჭების დაპატიმრება-გამოშვებას. როგორ გგონიათ, არ ეცინებოდათ ამაზე? მათ ყველაფერი ხახვივით შერჩათ, ამ ხუთეულის ცდუნება და დასჯა კი სამაგალითო ამბად გახადეს.

ასეა, შემთხვევით არაფერი ხდება. თუ გავანებებთ თავს პიარ-ტექნოლოგიებს, ამ დაპატიმრება-გათავისუფლება-დისკვალიფიკაცია-ამნისტიას დადებითი სხვაც აქვს: პრევენცია! ამ ყველაფრის შემდეგ ბევრს შეეშინდება შარში გახვევა, ეს ჩვეულებრივი, ადამიანური რეაქციაა და იმედია, მთელ ამ კამპანიაში ეს ელემენტიც იყო ჩადებული.

მოკლედ, ყველაფერი კარგად დამთავრა, მთლად ჰოლივუდურ ჰეფი ენდს არ ჰგავს, მაგრამ მაინც.

თბილისის "დინამომ" ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა - გოგიტა გოგუა და გიორგი მერებაშვილი ისევ დინამოელები არიან.

როგორ გგონიათ, რატომ მოუწიათ უცხოეთში წასულ ფეხბურთელებს ისევ საქართველოში დაბრუნება? მიზეზი, ალბათ, არაერთია, ობიექტურიც და სუბიექტურიც.

გოგუა "დინამოს" დუბლების ფეხბურთელი რომ იყო, მაშინ მოუწია დიღმის ბაზის დატოვებამ. ერთი ხანობა ფეხბურთისთვის თავის დანებებასაც კი აპირებდა, ცხონებული ჯემალ ჩიმაკაძე ამოუდგა გვერდში, მერე გოგიტა "თბილისში" გადავიდა და თავისი დაამტკიცა. შემდეგ "თბილისი" დაშლის პირას მივიდა, ფულისგან და ფეხბურთელებისგან იცლებოდა.

გოგუას ამსტერდამის "აიაქსში" გადასვლის შანსი გაუჩნდა, თუმცა ვარიანტსა და შანსს ნაღდი ამჯობინა - რუსულ "ხიმკიში" წავიდა. მან არაერთხელ გამოიჩინა თავი ეროვნულ ნაკრებში, სადაც ერთი-ორი კონფლიქტური სიტუაციაც შეექმნა, მაგრამ კარგი ფეხბურთელი რომაა, სადავოდ არავის გაუხდია. გოგუა რუსეთის იქით ვეღარ წავიდა. არ ვიცი, რომელი უფრო სწორი იყო, "ხიმკი" თუ "აიაქსი", მაგრამ გოგუამ, ალბათ, იცის.

"დინამოს" მერებაშვილიც დაუბრუნდა, ასეთი მოდრიბლინგე ფეხბურთელი ალექს გარსიას ბევრი არ ჰყავს, მერებაშვილს შეუძლია, ბურთი მეტოქის კარამდე ჩაიტანოს და ხალხი სტადიონზე მიიყვანოს. გიორგი "დინამოდან" სერბულ "ვოივოდინაში" იყო წასული. რატომ, რისთვის უნდა წავიდეს ახალგაზრდა ფეხბურთელი სერბეთში?

ყოფილი იუგოსლავიის ამ ქვეყანას ნატო ბომბავდა, მერე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებითაც დასაჯეს. რითია ეს ქვეყანა მომხიბვლელი ნიჭიერი ადამიანისთვის? იმით, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მას ულტიმატუმს არ წაუყენებს - თუ იქ არ წახვალ, სადაც მე გეტყვი ან კონტრაქტს არ გამიგრძელებ, სათადარიგოთა სკამზე დაგსვამ, ფორმიდან ამოვარდები და მერე არც არავინ არ წაგიყვანს და მსუყე ხელფასსაც არავინ დაგინიშნავს - ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მე არ დავსწრებივარ მაშინდელი "დინამოს" და მერებაშვილის მოლაპარაკებებს, თუმცა ფაქტია - "არკანის ვეფხვთა" სერბეთი და მერე შინ დაბრუნება.

მჭექი გამოდგა "ზესტაფონის" ტრანსფერებიც - დავით მუჯირი და ოვონიკოკო.

ბორის ბეკერი უიმბლდონს რომ იგებდა და იგებდა, ბუმ-ბუმ ბეკერი შეარქვეს. გერმანელი ჭაბუკი ეისებით აშამათებდა ივან ლენდლსა თუ იმ დროის სხვა სახელოვან მეჩოგნეებს. ბეკერის ეისები მართლაც ბუმ-ბუმ ძალისა და ეფექტისა იყო, ისეთი, როგორიც მუჯირის შორეული საგოლე დარტყმები. მუჯირს ერთი დარტყმით შეუძლია მეტოქის განადგურება, ერთი ბუმ-ბუმ და "ზესტაფონს" თამაში მოგებული აქვს. საქართველოს ჩემპიონატსაც ლაზათი შეემატება. დათოს დარტყმის გარდა სხვა კარგი თვისებებიც აქვს, მან ყოველთვის იცოდა ფეხბურთის თამაში, ადრეულ თუ ბოლო წლებში.

მუჯირს წერა-კითხვაც კარგად სცოდნია. თემურ ქეცბაისა და ეროვნულ ნაკრებზე ისეთი წერლი გააშანშალა, სულ არგუმენტებით, ფაქტებითა და მსჯელობით დაასაბუთა საკუთარი პოზიცია. ვერ არის საქმე მთლად კარგად, როცა სათქმელს ფეხბურთელი ამბობს და თანაც ასეთი ფორმით. ეს არ იყო დავითის ბრძოლა გოლიათთან, მაგრამ მუჯირი რომ მრავალმხრივ პერსონად წარმოგვიდგა, უნდა ვაღიაროთ.

აბაიომო ოვონიკოკო შეუნი - დაახლოებით ორი წლის წინათ, როცა ის 18 წლის იყო, მისგან პირველად ავიღე ინტერვიუ. ნიგერიელმა სხვათა გარდა ისიც მითხრა, რომ მისი მშობლები ღარიბები არ არიან, უყვარს შემწვარი ქათამი და არ უყვარს, როცა ოვონიკოკოს ეძახიან, - ასე მამაჩემს ჰქვია, მე კი შეუნი ვარო. მაშინ ის ჯერ არ იყო საქართველოში სახელდაგდებული ფეხბურთელი, ოღონდ, ნიჭი კოჭებში ეტყობოდა.

წინა სეზონში შეუნი ძალიან გამოადგა "გაგრას", განსაკუთრებით თასის ნახევარფინალში ითამაშა კარგად და წინაც წავიდა - საქართველოს ჩემპიონ გუნდში გადავიდა. ისიც ისეთია, ხალხის სტადიონზე მიყვანა რომ შეუძლია.

"გაგრადან" დუბლშემადგენლობის მწვრთნელი თემურ ჩხაიძე გაუშვეს. მიზეზზე გუშინ ვწერდით. თუ ეს ყველაფერი მართალია, მხოლოდ "გაგრას" და იქიდან გათავისუფლებულ მწვრთნელს ვერ მოიცავს, ეს უკვე საზოგადოების პრობლემატიკაში ჯდება.

საფეხბურთო სამყაროც საზოგადოების ნაწილია, არაფრით განსხვავებული სოციუმის სხვა ნაწილებისგან. ჩხაიძის ასეთნაირად გაშვება კი, ვფიქრობ, მთელ საზოგადოებას ამუჯლუგუნებს. ვინც ასეთ რამეზე მიდის, დარწმუნებულიც არის, რომ ამას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი არ მოჰყვება. გათვლა და დასკვნა მარტივია.

ამ ყველაფერმა თარაშ ემხვარის სიტყვები გამახსენა, თავადი ამბობს, რომ პატარა კაცები იმ საოცარ ჩიტებს ჰგვანან, ნილოსის ნიანგებს ჭამის მერე კბილებში რომ ჩაუფრინდებიან და ნამუსრალით იკვებებიანო.

მოკლედ, ხანდახან ძველ თავადებსაც მოვუსმინოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნაახალწლევია და საფეხბურთო ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა. საინტერესო ბევრი მოხდა და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია

d
ეგრე, რა! ამოიღეთ ხმა ბოლო-ბოლო, თორე ფეხბურთიც მარტო თავისი გონიათ ამ ტაკიმასხარებს და ეს ქვეყანაც მთლიანად. გამოვიდეს ეხლა ოლიგარქი ჩიხრაძე და აგვიხსნას რატო გაუშვა ჩხაიძე.
lioxa
თქვენს ინფორმირებულობაში სპორტულ ამბებთან დაკავშირებით, ეჭვს ვერავინ შეიტანს.დიახ, მერებაშვილს რაც შეეხება, მისი საახლობლოდან ვიცი, რომ ზუსტად ისე იყო , როგორც წერთ და ულტიმატუმის ავტორი იყო ბუბა ტყავაძე, რომელიც არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის მომავლით, თავის სასარგებლოდ ვაჭრობაშია შემჩნეული
dato
აბსოლიტურად უხარისხო სტატიაა, სისულელებით და მკითხაობით სავსე
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!