ამერიკელმა ლინდსი ვონმა იტალიის კურორტ კორტინა დ'ამპეცოში სუპერგიგანტი მოიგო

სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორია გადაწერა ამერიკელმა ლინდსი ვონმა. მან გუშინ, იტალიის კურორტ კორტინა დ'ამპეცოში სუპერგიგანტი მოიგო. ეს ვონის 47-ე ტრიუმფი იყო მსოფლიოს თასის ეტაპებზე, რითაც ის ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა.

ლინდსიმ უკან ჩამოიტოვა ავსტრიელი რენატე გიოტჩლი (46 მოგება) და ჩამორჩება კიდევ ერთ ავსტრიელს ანემარე მოზერ-პრიოლს (62) და შვეიცარიელ ფრენი შნაიდერს (55).

ვონმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ფავორიტთაგან ის ბოლო დაეშვა ტრასაზე, ყველა საშუალედო ფინიშზე პირველი იყო და საბოლოოდ, 0,61 და 0,86 წამი მოუგო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გერმანელ მარია რიშსა და სლოვენიელ ტინა მაზეს.

ამერიკელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მსოფლიოს თასზე 7 დეკემბრის შემდეგ არ ასულა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. ხუთკვირიანი მოუგებელი სერიის მიუხედავად, ლინდსი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს წლევანდელ საერთო ჩათვლას - ის 291 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს ტინა მაზეს.

სხვათა შორის ვონი გიოტჩლის კიდევ ერთ შედეგს დაემუქრა - მათ ახლა 17-17 მოგება აქვთ სუპერგიგანტის დისციპლინაში. ლინდსი აქაც ლიდერობს მსოფლიო თასის გათამაშებას - 87 ქულით უსწრებს შვეიცარიელ ფაბიან სუტერს.

შემდეგ უქმეებზე ქალები სლოვენიაში, კრანსკა გორაში შეიკრიბებიან, სადაც სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაითამაშებენ პირველობას. აქ ვონი სავარაუდოდ, მეორე პლანზე იქნება, რადგან ის ჩქაროსნულ დისციპლინებში სპეციალიზდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა