სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 57 წუთით ადრე ზაფხულის ყველაზე სერიოზული ქართული ტრანსფერი განხორციელდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა

სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 57 წუთით ადრე ზაფხულის ყველაზე სერიოზული ქართული ტრანსფერი განხორციელდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა და კარიერის მომავალ ორ სეზონს ლიგურიის დედაქალაქში გაატარებს.

ბოლო დღეებში ჩვენს კაპიტანს სამი ვარიანტი ჰქონდა: 1. "მილანში" დარჩენა, რომელიც გარანტირებულ უთამაშებლობას უქადდა, სულ მცირე, იანვრამდე, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ ის საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა. 2. "იუვენტუსში" გადასვლა ფაბიო გროსოს ნაცვლად, ამ ტრანსფერზე ბოლო 10 დღე ლაპარაკობდნენ, 3. "ჯენოაში" გადასვლა, ეს საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სალვატორე ბოკეტი "ჯენოადან" 15 მილიონ ევროდ გადავიდა ყაზანის "რუბინში".

ორშაბათს კალაძე ლიგურიის დედაქალაქში ჩავიდა და კლუბის ხელმძღვანელობასაც შეხვდა. წამი წამზე ველოდით ტრანსფერის გახმოვანებას და... ნაშუაღამევს იტალიურმა მედიამ გამოაცხადა, რომ კალაძემ უარი თქვა "ჯენოაში" გადასვლაზე და ისევ მისი გროსოში გაცვლა განიხილება აქტიურადო. სამშაბათს ეს ვარიანტი ჩაიშალა, მაგრამ, საბედნიეროდ, "ჯენოასთან" ყველაფერი მოგვარდა - ქართველი ფეხბურთელი 2 წლით გადავიდა "ჯენოაში". ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა საღამოს 7-ის 3 წუთზე (იტალიური დროით) დააფიქსირა, ანუ სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 57 წუთით ადრე.

ამით 32 წლის კალაძის 9,5 წლიანი მილანური კარიერა დასრულებულია! ამ ხნის განმავლობაში მან 194 მატჩში 12 გოლი გაიტანა "მილანის" შავ-წითელი მაისურით. მან "მილანში" სკუდეტო მოიგო, კოპა იტალია, ჩემპიონთა 2 თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. "ჯენოა" 1893 წელს დაარსდა, ამ კლუბს 9-ჯერ აქვს მოგებული სკუდეტო. შარშან "ჯენოა" მე-9 ადგილს დასჯერდა.

ლელო

Nikoloz Neparidze
გიორეალისტ გადავამოწმეთ და ყველაფერი მუშაობს რეგისტრაცია მარტივია ავტორიზაცია კიდევ უფრო იოლი
GIOREALIST
რამდენი ევრო დაუჯდა ეს სიამოვნება გენუას, დაწერეთ, პატივცემულო ჟურნალისტებო. პ.ს. კარგი საიტი გაქვთ, მაგრამ "კომენტარების" დადებას თუ გაამარტივებთ, 10-ჯერ გაგეზრდებათ რეიტინგი. დავრეგისტრირდი ვითომ, მაგრამ მაინც ვერ შევდივარ და კოდის შეყვანას მთხოვს...
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა