გორის "დილამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა და "ამერის" სტადიონზე ბოლნისის "სიონს" 2:0 მოუგო
შაბათს გორის "დილამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა და "ამერის" სტადიონზე ბოლნისის "სიონს" 2:0 მოუგო.

"დილა": შეყრილაძე - ლომიძე, კაშია, ჭაავა, ახვლედიანი - ტაბატაძე, დეკანოიძე, მაისაშვილი, - ახალკაცი, ჯიქია, ჩაგელიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მერლანი - ბეჭვაია, ქარქუზაშვილი, ინწკირველი, მეგრელიშვილი - ხუბუა, ნ. ნოზაძე - მდივნიშვილი, ბურდული, ლექვთაძე - მეტრეველი.

"სიონი": ბობღიაშვილი - კობაური, სვანიძე, ქემოკლიძე, გველესიანი - კაციტაძე, რ. ონიანი, გ. ჩხეტიანი - ხიდეშელი, ლომია, ალავიძე.

გორელთა შემტევებმა რევაზ ჯიქიამ და დავით ჩაგელიშვილმა თავი პირველივე ტაიმში გამოიჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ მეორე ტაიმში ძირითადი შემადგენლობა ათამაშა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

გორელებმა ნოდარ ნოზაძე ჯერ გაუშვეს, მერე ისევ დააბრუნეს და "სიონის" წინააღმდეგაც ითამაშა. ლადო ბურდულმა ოთხ დღეში იმდენი შეძლო, ხუთი კილო დაიკლო და ჩვეულ წონასა და ფორმას უახლოვდება. "დილაში" გამოჩნდა "დინამოდან" იჯარით გადასული შოთა კაშია - ის დაცვის ცენტრში დააყენეს, იმ პოზიციაზე, რომელზეც კარიერის დასაწყისში თამაშობდა.

კლუბი დატოვა ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელმა ირაკლი ეხვაიამ. 22 წლის ფეხბურთელს გორში გასინჯვას სთავაზობდნენ, ფოთის "კოლხეთი" და მარტვილის "მერანი" კი პირდაპირ კონტრაქტს და ჩვენს კვალობაზე საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას შეჰპირდნენ და მანაც წასვლა გადაწყვიტა.

გორელები კიდევ ელიან ფეხბურთელებს: მალე სამი აფრიკელი მოთამაშე ჩამოსდით, ნიგერიელი, კოტდივუარელი და კამერუნელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა