ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ლოურენს დალალიო "პომების" კაპიტნის პოსტზე მხარს ტომ ვუდს უჭერს
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ლოურენს დალალიო "პომების" კაპიტნის პოსტზე მხარს ტომ ვუდს უჭერს. მას შემდეგ რაც ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე თავი შეირცხვინა, გუნდში ბევრი რამ შეიცვალა.

ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ჯონსონმა და კაპიტანმა ლუის მუდიმ ინგლისის ნაკრებში დისციპლინის დამყარება ვერ შეძლეს, რაც ახალ ზელანდიაში განცდილი მარცხის მთავარ მიზეზად მიიჩნიეს.

ახლა "პომებს" ახალი თავკაცი ჰყავთ. მართალია სტიუარტ ლანკასტერი დროებითი მწვრთნელია, მაგრამ მას ეყო გამბედაობა და ნაკრების გაფართეობულ შემადგენლობაში არ შეიყვანა ისეთი ავტორიტეტული მოთამაშეები მაიკ თინდოლი, ნიკ ისთერი და მარკ კუეტო რომ არიან. შესაბამისად, მის წინაშე დადგა კაპიტნის არჩევის პრობლემა - კრის რობშოუ თუ ტომ ვუდი? დალალიოს მიაჩნია, რომ:

"ტომ ვუდი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინგლისის ნაკრებში ხდებოდა, ადვილი მისახვედრია, რომ გუნდში ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი დისციპლინის განსამტკიცებლად. ამის გარეშე ჩვენი ნაკრები უბრალოდ არ შედგება და, ვფიქრობ, მუდი ის კაცია, რომლიც მწვრთნელებთან ერთად იოლად შესძლებს მოთამაშეების დარაზმვას ერთი მიზნისთვის საბრძოლველად. ეს მიზანი კი 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების მოგებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა