ვეტერინარები თურქეთში, ანთალიის სიახლოვეს მდებარე დაბა ბელექში გაემგზავრებიან და იქ შეკრებაზე 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე დარჩებიან
"ვიტ ჯორჯია" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას 8 იანვარს შეუდგა. პირველ დღეებში აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდებოდა, შემდეგ კი ფეხბურთელები სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებას შეუდგნენ. საწვრთნელი პროცესი ჯერჯერობით "მცხეთა პარკზე" მიმდინარეობს. დღეისთვის "ვიტ ჯორჯიას" მთავარ გუნდში 28 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

დაიგეგმა პირველი საკონტროლო მატჩიც - ხვალ "ვიტ ჯორჯია" მცხეთაში პირველი ლიგის ბინადარ სტუ-ს უმასპინძლებს. პირველი მოსამზადებელი ეტაპი 24 იანვრამდე გაგრძელდება და მანამდე ზურაბ ბერიძის გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

გადაწყდა უცხოური შეკრების საკითხიც. ვეტერინარები თურქეთში, ანთალიის სიახლოვეს მდებარე დაბა ბელექში გაემგზავრებიან და იქ შეკრებაზე 25 იანვრიდან 7 თებერვლამდე დარჩებიან. თურქეთში "ვიტ ჯორჯია" სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

გუნდის განკარგულებაში უმაღლესი ხარისხის მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა და საცურაო აუზი იქნება.

"ვიტ ჯორჯია" ბელექში 35-კაციანი დელეგაციით გაემგზავრება, საიდანაც ფეხბურთელი 24 იქნება. ამ 24 მოთამაშის ვინაობა 23 იანვრისთვის გაირკვევა.

შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ვიტ ჯორჯიადან" სამი ფეხბურთელი წავიდა - გიორგი ხუმარაშვილი, ირაკლი სიხარულიძე და გიორგი ოთარიშვილი. დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში კი შვიდი მოთამაშე გადაიყვანეს - ოთარ ჯავაშვილი, ელგუჯა ლობჯანიძე, ვაჟა ხურცილავა, შოთა დავლაშელიძე, ანდრო სოფრომაძე, ნიკა ჯოლოხავა და გიორგი კალანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე