მარტვილელთა შეტევის ლიდერი, კოტდივუარელი მუნინი ტაპე ოჯახური პრობლემების გამო სამშობლოში დაბრუნდა და საქართველოში ალბათ აღარც ჩამოვა
2012 წლის პირველი საკონტროლო მატჩი "მერანმა" გუშინ "ტორპედოსთან" გამართა და 0:2 დამარცხდა, შეკრება კი მარტვილელებმა 8 იანვარს დაიწყეს. მალხაზ ჟვანიას გუნდი ჯერ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობდა, უახლოეს დღეებში კი ფეხბურთელები უკვე თამაშებისთვის მოემზადებიან.

"მერანმა" უახლოესი სამი სპარინგი უკვე დაგეგმა - 19 იანვარს ბათუმის "დინამოს" შეხვდება, 22-ში - ოზურგეთის "მერცხალს", 24-ში - "ზესტაფონს". ამ მატჩებიდან ბოლო ზესტაფონში გაიმართება, დანარჩენები - ურეკულ შეკრებაზე.

ისევე, როგორც სხვა გუნდებში, სინჯები "მერანშიც" მიმდინარეობს, მაგრამ ნაკლებად მასშტაბური, რადგან მარტვილელებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აქვთ.

თუმცა ჟვანიასა და მის ასისტენტებს ერთი სერიოზული საფიქრალი მაინც გაუჩნდათ - ძლიერი თავდამსხმელი ჰყავთ მოსაძებნი. საქმე ის არის, რომ "მერანის" შეტევის ლიდერი, კოტდივუარელი მუნინი ტაპე ოჯახური პრობლემების გამო იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და დიდი ალბათობით, საქართველოში აღარ ჩამოვა.

არადა, იგი გუნდისთვის დიდი ძალა იყო - 21 წლის აფრიკელმა ამ ჩემპიონატში 17 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

"მერანი" აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ქუთაისის "ტორპედოდან" წასულ 33 წლის გიორგი მეგრელაძესთან. მარტვილელები გამოცდილ ფორვარდს კონტრაქტს ყოველგვარი სინჯების გარეშე სთავაზობენ და უახლოეს დღეებში გაირკვევა, მიაღწევენ თუ ვერა მხარეები შეთანხმებას.

ისინჯება თავდამსხმელი გიორგი ტორონჯაძე, რომელსაც ფარერის კუნძულებზე თამაშის გამოცდილება აქვს.

"მერანის" ორი ახალწვეული კი უკვე ცნობილია - თავდამსხმელი გოგა ბოხუა, რომელმაც მარტვილურ კლუბს ხარაგაულის "ჩხერიმელადან" მიაშურა, და ნახევარმცველი დავით მამუდოვი, რომელიც ბოლოს თურქეთში თამაშობდა. რომან კიკალიშვილი კი ძირითად გუნდში დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
ხოო! ფარერის კუნძულებზე თუ აქვს გამოცდილება, ეგ იქნება უნივერსალი ფორვარდი! DDD
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა