ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, რომელმაც, თითქოს, ვერ გაამართლა - ხმაურიანი გადასვლები იშვიათია
ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას ზამთრის სატრანსფერო სეზონზე, რომელმაც, თითქოს, ვერ გაამართლა - ხმაურიანი გადასვლები იშვიათია, თუმცა მაინც არის.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ იანვრის სატრანსფერო სარკმლის რეკორდსმენს (ჯერჯერობით) უნგრელ ბალაჟ ჯუჯაკს. დიახ, რუსულმა კლუბებმა სრულად აიღეს ხელში ინიციატივა და სატრანსფეროდაც დიდძალ ფულს ხარჯავენ

როგორც ჩანს, "ანჟი" მხოლოდ არ ყიდულობს, ის ყიდის კიდევაც - 12 იანვარს მოსკოვის "დინამომ" ოფიციალურად შეიძინა დაღესტნური კლუბის 25 წლის გარემარბი ბალაჟ ჯუჯაკი.

ჰოლანდიური პსვ-დან დიდი ზარ-ზეიმით გადმოყვანილმა ჯუჯაკმა "ანჟიში" მხოლოდ 8 მატჩი ითამაშა და ისიც ძირითადად შეცვლებზე.

ამიტომაც "ანჟიმ" მოსკოვური კლუბისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული მინიმალური თანხა მოითხოვა და ეს მინიმალურიც, არც მეტი არც ნაკლები, 19 მილიონი ევროა! მოკლედ, ჯუჯაკის ტრანსფერმა თამასა ძალიან მაღლა აწია. სატრანსფერო სეზონი 1 თებერვალს სრულდება, იქამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება. მანამდე კი 11-15 იანვარს განხორციელებულ ტრანსფერებს გაეცანით.

თარ. ფეხბურთელი საიდან სად თანხა

11.01 მატეო არდემანი (იტა) ატალანტა მოდენა იჯარა

11.01 ჯუზეპე მასკარა (იტა) ნაპოლი ნოვარა უცნობია

11.01 გაელ კაკუტა (საფრ) ჩელსი დიჟონი იჯარა

11.01 ლეონარდო პეტინარი (იტა) ატალანტა ვარეზე იჯარა

11.01 ვანგელის მორასი (საბ) სუონსი ჩეზენა თავ. აგენტი

11.01 დანიელ პუდილი (ჩეხ) გენკი გრანადა იჯარა

12.01 რიშარ სუმა (საფრ) ბრესტი ანჟერი იჯარა

12.01 იღით გიოქოღლანი (თურ) მანიშა გალათასარაი 2,5 მლნ.

12.01 რობი კინი (ირლ) გალაქსი ასტონ ვილა იჯარა

12.01 მაქსველი (ბრა) ბარსელონა პსჟ 3,5 მლნ.

12.01 ლუდოვიკ ობრანიაკი (პოლ) ლიკი ბორდო 1 მლნ.

12.01 ემილიანო ალფარო (ურუ) ლივ (ურუ) ლაციო 3,2 მლნ.

12.01 ველინგტონ სილვა (ბრა) ლევანტე ალკოიანო იჯარა

12.01 ზიე დიაბატე (კოტ) დინ. ბუქ. დიჟონი 500 ათ.

12.01 ალექსანდრუ იონიტა (რუმ) კიოლნი რაპიდი იჯარა

12.01 რონან ლე კრომი (საფრ) ნანსი პსჟ თავ. აგენტი

12.01 კარლოს არანდა (ესპ) ლევანტე სარაგოსა უცნობია

12.01 ნიკოლას ლოპესი (ურუ) ნასიონალი რომა 790 ათ.

12.01 ტომისლავ დუიმოვიჩი (ხორვ) დინამო მ. სარაგოსა იჯარა

12.01 გარი კაგელმახერი (ურუ) ბეერსხოტი კაიზერსლ. უცნობია

12.01 რიკარდო როდრიგესი (შვეი) ციურიხი ვოლფსბურგი 7,5 მლნ.

13.01 დავიდე ბიონდინი (იტა) კალიარი ჯენოა უცნობია

13.01 დერონ გიბსონი (ირლ) მან. იუნ. ევერტონი 600 ათ.

13.01 ბალაჟ ჯუჯაკი (უნგრ) ანჟი დინამო 19 მლნ.

13.01 დუშან ჯურიჩი (შვე) ციურიხი ვალანსიენი უცნობია

13.01 მარკო რომიცი (იტა) ფიორნეტინა ბარი იჯარა

13.01 ჩეზარე ბოვო (იტა) პალერმო ჯენოა 4 მლნ.

13.01 ემილიანო ვივიანო (იტა) ინტერი პალერმო 5 მლნ.

13.01 ლუიჯი ჯორჯი (იტა) ნოვარა სიენა იჯარა

13.01 კარლოს კამენი (კამ) ესპანიოლი მალაგა თავ. აგენტი

13.01 მარკინიოსი (ბრა) ფლუმინენსე რომა იჯარა

13.01 მარკ კროსასი (ესპ) სელტიკი სანტოს ლაგ. უცნობია

13.01 ჯონ რუისი (კოსტ) დეპ. საპრ. ლილი 1,2 მლნ

14.01 ჟადსონი (ბრა) შახტარი სან პაულუ 4 მლნ

14.01 მატია სპროკატი (იტა) პავია პარმა იჯარა

14.01 ბორხა გომესი (ესპ) კარპატი გრანადა იჯარა

15.01 გარი კეჰილი (ინგ) ბოლტონი ჩელსი 12 მლნ.

შენიშვნა: თანხები მოცემულია ევროებში და ხშირად მედიაზე დაყრდნობით არის მითითებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა