შაბათს ბრენომ "ბაიერნის" მეორე გუნდში 90 წუთი (ბურგჰაუზენთან 1:1) ითამაშა, რის გამოც კვირას, მიუნხენური გრანდის პირველ გუნდში აღარ მიიწვიეს
22 წლის ბრაზილიელი მცველი ბრენო სამაგალითო ფეხბურთელი და პიროვნება არც აქამდე იყო, ახლა კი ისეთი რამ თქვა, რომ "ბაიერნში" თავის დამკვიდრების უკანასკნელ შანსსაც უშვებს ხელიდან.

4 წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდმა ფეხბურთელმა მიუნხენში იმედები ვერ გაამართლა და იმისათვის, რომ თავის დროზე მასში გადახდილი 10 მილიონი წყალში გადაყრილ ფულად არ ჩაეთვალოთ, რეკორდმაისტერის ბოსებმა ბრენოს სეზონის ბოლომდე მართლა უკანასკნელი შანსი მისცეს, მაგრამ...

შაბათს ბრენომ "ბაიერნის" მეორე გუნდში 90 წუთი (ბურგჰაუზენთან 1:1) ითამაშა, რის გამოც კვირას, მიუნხენური გრანდის პირველ გუნდში აღარ მიიწვიეს - "ბაიერნმა" "ერფურტთან" ტესტ-მატჩი ბრაზილიელის გარეშე მოიგო (4:0).

როგორც ჩანს, ბრენო განაწყენდა იმის გამო, რომ პირველ გუნდში არ ათამაშეს და სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: "ბაიერნის" მეორე გუნდში თამაში ნამდვილად არ მეთაკილება, იქ ბევრჯერ მითამაშია. პრობლემა ის არის, რომ მეორე გუნდსაც ამხანაგური მატჩი ჰქონდა და ვფიქრობდი, რომ პირველი გუნდის ტესტ-მატჩისთვის გამოძახებას ვიმსახურებდი. მე მგონი, მასულელებენ..."

აი, ასე გაისროლა ბრენომ "ბაიერნის" ხელმძღვანელებისკენ. არადა, როცა რამდენიმე თვის წინ ბრაზილიელი სკანდალში გაეხვა და საკუთარი ვილის განგებ გადაწვას აბრალებდნენ (ეს საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და არსებობს ეჭვი, რომ ბრენოს დაგროვილი ვალების გამო სადაზღვევო კომპანიის გასულელება სურდა), რეკორდმაისტერის შეფები მას ყველანაირად მხარში დაუდგნენ.

"ბილდის" კორესპონდენტი "ბაიერნის" მენეჯერ კრისტიან ნერლინგერს დაუკავშირდა და ბრენოს განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ "ფიურტთან" გოლები ტონი კროოსმა, არიენ რობენმა, თომას მიულერმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა გაიტანეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე