მანჩინის წუწუნმა ვიღაცებში გაკვირვება გამოიწვია, ზოგში - გულწრფელი აღშფოთება

"ლივერპულთან" ლიგის თასის 1/2-ფინალში წაგების შემდეგ რობერტო მანჩინიმ თავის მართლება სცადა, იძულებული ვიყავით, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვეთამაშაო.

დაგვეთანხმებით, ამის თქმის უფლება ვის-ვის და მას ნამდვილად არ აქვს. მანჩინის წუწუნმა ვიღაცებში გაკვირვება გამოიწვია, ზოგში - გულწრფელი აღშფოთება.

უკანასკნელთა შორის აღმოჩნდა "ევროსპორტის" საფეხბურთო ექსპერტი პოლ პარკერი. აი რა დაწერა მან: "იტალიელის მოთქმა-გოდება მოკლე სათადარიგოთა სკამზე აბსოლუტური სისულელეა. როცა იაია ტურეს ყიდულობდნენ, ალბათ იცოდნენ, რომ ოდესმე მას აფრიკის თასზე თამაში მოუწევდა. იმ თანხების გათვალისწინებით, რაც მანჩინიმ ფეხბურთელებში დახარჯა, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ეს ფეხბურთია და მას მოუწევს ამასთან შეგუება. მაგრამ ერთადერთი რასაც ის აკეთებს, ტირილია. იქნება თავდაპირველად მას "ფანტაზიფუტბოლში" ეცადა გუნდის აწყობა, სადაც მას ტრანსფერებისთვის შეზღუდული რესურსები ექნებოდა. ამის შემდეგ ალბათ ისწავლიდა ფეხბურთელებში ფულის რაციონალურად ხარჯვას.

მაშინ, როცა სხვა გუნდებს ქამრების შემოჭერა უწევთ, მანჩინის კვნესა უკვე სასაცილო ხდება. ამით ის კოლეგა მწვრთნელებისადმი უპატივცემულობას გამოტახავს და პარალელურად შეურაცხყოფას აყენებს თავის თავსაც და კლუბსაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა