დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლურ გუნდში განათხოვრებულ ქართველზე მწვრთნელი დიდ იმედებს ამყარებს
მარიუპოლის "ილიჩივეცის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ლეონოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში გუნდის ახალწვეულ დავით თარგამაძეზეც ილაპარაკა და იგი დადებითად დაახასიათა.

"დიდი ხანია, გვინდოდა, დავითს ჩვენთან ეთამაშა და მოხარული ვარ, რომ ასეთი სურვილი მასაც აღმოაჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ "ილიჩივეცს" იგი დიდ სამსახურს გაუწევს და ჩვენი კლუბისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცევა.

თარგამაძის მიერ "ოლექსანდრიასა" და საქართველოს ნაკრებში ჩატარებული არაერთი მატჩი მინახავს, რამაც დამარწმუნა, რომ იგი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და "ილიჩივეცში" გატარებული პერიოდი მას "შახტარში" დამკვიდრებაში დაეხმარება", - განაცხადა ლეონოვმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ 22 წლის თარგამაძემ კონტრაქტი გააფორმა დონეცკის "შახტართან", რომელმაც იგი სეზონის ბოლომდე "ილიჩივეცში" გაანათხოვრა. ეს კლუბი უკრაინულ პრემიერლიგაში მე-10 ადგილზეა და არც ელიტიდან გავარდნა ემუქრება და არც ევროთასებზე მოხვედრის შანსი აქვს.

შეგახსენებთ, თარგამაძემ "ოლექსანდრიას" გერმანული "ფრაიბურგიდან" მიაშურა. უკრაინული კლუბის შემადგენლობაში ამ ჩემპიონატში 17 მატჩსა და 5 გოლს მოუყარა თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა