თავრიზის საერთაშორისო ტურნირში, სადაც ხუთი ჩვენებური მონაწილეობს, ხუთი ტური მიილია
ირანულ თავრიზში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი ტური მიილია. უდანაკარგოდ ლიდერობს პურია დარინი (ირანი), რომელმაც გუშინ თეთრი ფიგურებით რასულ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა. 4,5-4,5 ქულა მოაგროვეს ეჰსან მაგჰამი ჩაემმა (ირანი) და ტიგრან კოტანჯიანმა (სომხეთი), რომლებმაც, შესაბამისად, რასოლ ჩანბარის (ირანი) და იბრაჰიმ ანმადინიას (ირანი) სძლიეს.

ქართველ მოჭადრაკეთა ბოლო ტურის პარტიები ასე დამთავრდა: გაიოზ ნიგალიძე - ლევან ფანცულაია 0,5:0,5, შოთა აზალაძე - ასგარ გოლიზადენი (ირანი) 0,5:0,5, სოჰეი ასნააშარი (ირანი) - მალხაზ სულაშვილი 0:1, სორუშ ასნააშარი (ირანი) - ბაჩანა მორჩიაშვილი 0:1. ხუთივე ქართველმა მოჭადრაკემ 4-4 ქულას მოუყარა თავი და მეოთხე-მეთვრამეტე ადგილებს იყოფენ.

მეწინავენი მე-6 ტურში ასე დაწყვილდნენ: კოტანჯიანი (4,5) - დარინი (5), ფანცულაია (4) - ჩაემი (4,5), იბრაჰიმოვი (4) - ჩანბარი (4), მორჩიაშვილი (4) - რასულოვი (4), ხალესი (4) - კოვალიოვი (4), გოლიზადენი (4) - ჰუსეინზადენი (4), სევდიმალიევი (4) - ნიგალიძე (4), სულაშვილი (4) - არიანეჯადი (4), ჰურესმაელი (4) - აზალაძე (4).

შეჯიბრების დამთავრებამდე 6 ტური დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა