"არისტოკრატებმა" საფრანგეთის ჩემპიონ "ლილის" ლიდერ ედენ აზართან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს
გუშინ საღამოს "დეილი მეილმა" საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ტაბლოიდის მტკიცებით, "არისტოკრატებმა" საფრანგეთის ჩემპიონ "ლილის" ლიდერ ედენ აზართან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

როგორც ჩანს, ბელგიელი კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" 2012/13 წლების სეზონიდან განაგრძობს. ფეხბურთელის აგენტის თქმით, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" გარდა 21 წლის აზარის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალიც" არიან დაინტერესებულები. მიმდინარე სეზონში "ძაღლების" საუკეთესო მოთამაშემ 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და ამას გარდა 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

P.S. მოგვიანებით იმავე "დეილი მეილმა" დაწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლილისთვის" 30 მილიონზე მეტ და ფეხბურთელისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას გეგმავს. როგორც ჩანს, ინგლისური გრანდების ჭიდილში "რეალი" განზე გადგა.

უძველეს კლუბს საფრთხე ემუქრება

ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "დარლინგტონს" რეალური საფრთხე ემუქრება, რომ 128-წლიანი არსებობის შემდეგ გაკოტრდეს. უკვე ცნობილია, რომ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, ასევე რიგით პერსონალთან დადებული ხელშეკრულებები გაუქმებულია. გაუსტუმრებელი დავალიანებების გამო იანვრის პირველ რიცხვებში სასამართლომ "დარლინგტონს", მესამედ ბოლო 9 წლის განმავლობაში, გაკოტრების მმართველი დაუნიშნა.

ვალების გამო საფეხბურთო ასოციაციამ კლუბს უკვე ჩამოაკლო 10 ქულა, რის გამოც ის მეხუთე ლიგის გასავარდნი ზონის თავზე დაეშვა. მოქმედმა მმართველმა ჰარვი მედენმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ "დარლინგტონს" უკვე აღარ ჰყავს არც ერთი თანამშრომელი, მაგრამ მას აქვს იმედი, რომ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება მაინც მოინახოს. საამისოდ, უახლოეს ხანებში ინვესტორი უნდა გამოჩნდეს.

ქუინზ პარკის პირველი ტრანსფერი

"ქუინზ პარკში" მარკ ჰიუზის დანიშვნის შემდეგ ხელმძღვანელობამ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ახალი ტრანსფერებისთვის სოლიდური თანხები გამოყო.

და აი შედეგიც: ლონდონურმა კლუბმა ბრაზილიური "სან პაულუდან" 20 წლის თავდამსხმელი ენრიკე გადაიბირა. ენრიკე 2011 წელს კოლუმბიაში ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფეხბურთელთან 18-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. ამასთან "ქუინზ პარკი" ფლობს ფეხბურთელის უპირატესი შესყიდვის უფლებასაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა