"ბილდის" უახლესი ინფორმაციით, "ჰანოვერმა" მიზანში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მამე დიუფი ამოიღო
"ლელოს" მკითხველი ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ "ჰანოვერი" ახალ თავდამსხმელს ეძებს. სპორტული დირექტორი იორგ შმადტკე და მწვრთნელი მირკო სლომკა, როგორც იქნა, შეთანხმდნენ, რომ "წითლებს" წინა ხაზზე გაძლიერება სჭირდებათ და რამდენიმე დღეა, ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ იანვარმა "ჰანოვერს" ორი თავდამსხმელი გამოაკლო: დიდიე ია კონანი აფრიკის თასზეა, მოჰამედ აბდელაუ კი მძიმედ დაშავდა.

"ბილდის" უახლესი ინფორმაციით, "ჰანოვერმა" მიზანში "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მამე დიუფი ამოიღო, რომელიც მანკუნიანელთა სარეზერვო გუნდში თამაშობს. სლომკა დიუფით დაინტერესებას ადასტურებს და ამბობს, იმედი მაქვს, ტრანსფერი განხორციელდებაო.

ალექს ფერგიუსონს 24 წლის დიუფის გაყიდვა უნდა, თუმცა იჯარაც შესაძლებელია. "იუნაიტედმა" დიუფი ნორვეგიული "მიოლდედან" 2009 წელს, 4.5 მილიონ ევროდ იყიდა და უკვე ორჯერ ჰყავდა განათხოვრებული. მიმდინარე სეზონში მამე დიუფმა "მანჩესტერის" პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ და ისიც ლიგის თასზე ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა