კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პუბლიკა ფეხზე ამდგარი მიესალმა ლამარ ოდომს, რომელიც სეზონის წინ "ლეიკერსმა" "დალასში" გაუშვა
გუშინდელი დღის ცენტრალური შეხვედრა ლოს ანჯელესში გაიმართა, სადაც ზედიზედ მეექვსე გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდა "დალას მავერიქსი". მაგრამ ჩემპიონმა ვერ შეძლო მოგებათა სერიის განვრცობა. სამაგიეროდ, "ლეიკერსმა" მოიგო საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეცხრე მატჩი.

აღნიშნულ შეხვედრაში დაცვამ აშკარად აჯობა შეტევას - ორივე გუნდს დაცვითი მოქმედება უმაღლეს დონეზე ჰქონდა აყვანილი. თუ პირველ ტაიმს სანახაობრივად ასე თუ ისე არაუშავდა, მესამე მეოთხედში "ლეიკერსის" ჩავარდნამ ეჭვქვეშ დააყენა ბრაიანტის გუნდის ამბიციები. მასპინძლებმა 12 წუთის განმავლობაში მხოლოდ შვიდი ქულა ჩააგდეს და თამაშიდან ტყორცნების 15.8 პროცენტი (19-დან 3) გამოიყენეს.

კალიფორნიული გრანდი ბრწყინვალე მეოთხე მეოთხედმა გადაარჩინა. გუნდებმა, როგორც იქნა, ტემპს მოუმატეს. საკუთარი გულშემატკივრებით გამხნევებულმა "ლეიკერსმა" 10:0 გაქცევა მოაწყო, რომლის მთავარი ინიციატორი დერეკ ფიშერი გახდა.

მატჩი ასეთი მსვლელობა ნამდვილად არ აწყობდა დირკ ნოვიცკის, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად მეურვებოდა პაუ გასოლი.

გერმანელის საფირმო საშუალო ტყორცნამ და ოთხმა საჯარიმომ "დალასს" ისევ დაუბრუნა მოგების შანსი. საფინალო სირენამდე ცხრა წამით ადრე ჯეისონ ტერიმ ანგარიში გაათანაბრა - 70:70. "ლეიკერსს" ერთი შეტევისთვის საკმარისი დრო ჰქონდა და ის ზუსტი სამქულიანით ბრაიანტის პასის შემდეგ დერეკ ფიშერმა დაასრულა. ეს იყო კალიფორნიელების ერთადერთი ზუსტი შორეული ტყორცნა მთელი მატჩის განმავლობაში.

საპასუხო შეტევაში ვინს კარტერმა ვერ შეძლო მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა.

ზედიზედ ოთხი 40-ქულიანი მატჩის შემდეგ, კობიმ მოკრძალებული 14 ქულა მიითვალა. ადგილობრივი პუბლიკა ფეხზე ამდგარი მიესალმა ლამარ ოდომს, რომელიც სეზონის წინ "ლეიკერსმა" "დალასში" გაუშვა.

ლეიკერსი-დალასი 73:70

15:18, 24:17, 7:16, 27:19

ლ: ბინუმი (17+15 მოხსნა), ბრაიანტი (14+7 პასი+3 ჩაჭრა), ფიშერი (13+3 ჩაჭრა).

დ: ნოვიცკი (21+7 მოხსნა), ოდომი (10), მაინმი (9+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა