22 იანვარს პრემიერლიგის 22-ე ტურში ერთმანეთს ლიდერი "მანჩესტერ სიტი" და მესამეადგილოსანი "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან
22 იანვარს "სიტი ოფ მანჩესტერზე", პრემიერლიგის 22-ე ტურში ერთმანეთს ლიდერი "მანჩესტერ სიტი" და მესამეადგილოსანი "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას რომ განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს, ამაზე მკითხველს უკვე ვესაუბრეთ და აღარ გავიმეორებთ. უბრალოდ შემოგთავაზებთ, თუ რა განწყობაა აღნიშნული გუნდების ბანაკებში დაპირისპირების წინ.

გარეთ ბეილი (ტოტენჰემი): "ეს დიდი მატჩი იქნება, რომელსაც მთელი "ტოტენჰემი" მოუთმენლად ელოდება. არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ "სიტისთან" მოგების იმედი არ გვქონდეს. ბუნებრივია, გვესმის, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია და მას უამრავი ვარსკვლავი ჰყავს.

მანჩინიმ რა შემადგენლობაც არ უნდა უნდა გამოიყვანოს ჩვენს წინააღმდეგ, თამაში მაინც ძალიან რთული იქნება. პრემიერლიგის სტარტი ჩვენთვის მეტისმეტად მძიმე იყო, რადგან ორივე მანჩესტერულ გუნდთან წავაგეთ. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ, ძალები მოვიკრიბეთ და მდგომარეობა გამოვასწორეთ. გვესმის, რომ "სიტისთან" გასამარჯვებლად საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი მართლა დიდ ფეხბურთს იხილავს".

ჯოლეონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი): "ტოტენჰემს" დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პრემიერლიგაში გამარჯვების პრეტენდენტთა შორის მას ვერ ვხედავ. მთავარი მეტოქე ამ გზაზე ჩვენთვის "მანჩესტერ იუნაიტედია" და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ისინი ცხრილში მეორე ადგილზე დგანან. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბრძოლაში ჩართვა გამოცდილების წყალობით "ჩელსიმ" და არსენალმაც" შეძლონ".

აქვე გეტყვით, რომ 22-ისთვის "დეზებს" წამყვანი ფეხბურთელები, ცენტრალური მცველი, კაპიტანი ლედლი კინგი და საყრდენი ნახევარმცველი სანდრო დაუბრუნდებიან. ფეხბურთელებმა გუშინ გუნდთან ერთად უკვე განაახლეს ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ კინგმა მუხლის ტრავმის გამო ბოლო ექვსი თამაში გამოტოვა, სანდრომ - სამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა