"გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" "რეალთან" კომპრომისს მიაღწია ბრაზილიელი კაკას ტრანსფერის თაობაზე
რამდენად სარწმუნოა ვერ გეტყვით, მაგრამ იტალიური "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ ფრანგულმა "პარი სენ ჟერმენმა" "რეალთან" კომპრომისს მიაღწია ბრაზილიელი კაკას ტრანსფერის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის მთავარი სამიზნე სწორედ კაკაა, რომელთანაც მწვრთნელს "მილანში" უმუშავია. იტალიური გაზეთი ამტკიცებს, რომ ორივე კლუბი შეთანხმდა სავარაუდო თანხაზე - 25 მილიონ ევროზე. ახლა ჯერი კაკას დაყოლიებაზეა და მასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებაზეა. 29 წლის კაკამ იმ დონეზე ვერაფრით ითამაშა მადრიდში, როგორც 2009 წლის ტრანსფერამდე "მილანში" ირჯებოდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ბრაზილიელის გაუთავებელი ტრავმებია.

პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ამჟამად ევროპაში ყველაზე საქმიანი მენეჯერია, ის მუდამ ძიებაშია, ცდილობს პარიზული კლუბი კიდევ უფრო გააძლიეროს. ახლახანს პსჟ-მ "ბარსელონადან" ბრაზილიელი მცველი მაქსველი (3,5 მილიონი ევრო) გადაიბირა, მაგრამ "მილანიდან" ალეშანდრე პატო ვერ წაიყვანა.

დაველოდოთ, რა რეაქცია მოყვება ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ბანაკიდან, სადაც ბევრჯერ დაუდასტურებიათ, რომ კაკას გაყიდვას არ აპირებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა