ინგლისის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ სტიუარტ ლანკასტერმა შესაძლოა ნაკრების საჭე 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ჩაიბაროს
ინგლისის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, სტივენ ბრაუნმა განაცხადა, რომ სტიუარტ ლანკასტერმა შესაძლოა ინგლისის ნაკრების საჭე 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ანუ ოთხი წლით ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ლანკასტერი ამჟამად ინგლისის ეროვნული გუნდის დროებითი მწვრთნელია და მან ეს თანამდებობა, წესით, ექვსი ერის გათამაშების შემდეგ უნდა დატოვოს. მანამდე კი ინგლისის რაგბის კავშირმა ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელის კანდიდატურა უნდა მოიძიოს. თუმცა, გამორიცხული არაა ყველაფერი პირიქით მოხდეს.

"სტიუარტ ლანკასტერმა მუშაობა შესანიშნავად დაიწყო. დარწმუნებული ვარ ამ შთამბეჭდავი საქმიანობის ნაყოფს ის მალე მოიმკის. თუ მისი სურვილიც იქნება, ჩვენ ვიმსჯელებთ და გამორიცხული არ არის ნაკრების მწვრთნელად დავტოვოთ. ნაკრებში კარი არავისთვისაა დაკეტილი. მაგრამ, მთავარია, ისეთი გუნდი შეიქმნას, რომელიც არამარტო მიღწევებით იქნება გამორჩეული, არამედ დისციპლინითაც სამაგალითო იქნება.

ლანკასტერმა ამ მიმართულებით საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწია და ამან უკვე გამოიწვია პოზიტიური ძვრები" - თქვა სტივ ბრაუნმა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში თავი შეირცხვინა. "პომების" ქომაგებისთვის არამარტო გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი იყო მიუღებელი, არამედ ცალკეული მორაგბეების საქციელიც. ამან, როგორც ინგლისის რაგბის კავშირის კომერციული დირექტორი სოფი გოლდშმიტი ამბობს, ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

"ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა გვეღონა საიმისოდ, რომ შებღალული რეპუტაცია აღგვედგინა. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოში განსკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ყველას აინტერესებს ამ გუნდში მიმდინარე პროცესები, მის მიერ ნაჩვენები შედეგები.

იმ უმსგავსო ფაქტებმა, რაც ახალ ზელანდიაში მოხდა, ჩვენი ბევრი სპონსორი დააფრთხო. ისინი გაკვირვებით იჩეჩდნენ მხრებს. შესაბამისად, სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. ახლა, როცა ლანკასტერმა გარკვეული ცვლილებები განახორციელა, იმედი გვაქვს, რომ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება" - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა