"ვეტერინართა" თავკაცი ზურაბ ბერიძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვინმეს დამატებას აღარ ვარაუდობს
ორიოდე დღის წინ "ვიტ ჯორჯიამ" 22 წლის მეკარე ნიკა დაუშვილს გაუფორმა კონტრაქტი, მანამდე ძირითად გუნდში დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი გადაიყვანეს და ვეტერინართა დაკომპლექტება ამით დასრულდა.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ გვითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კიდევ ვინმე დაიმატონ.

"საკმაოდ ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, რომელსაც ჩვენი მთავარი ამოცანის, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის წარმატებით გადაჭრა შეუძლია. ასე რომ, სეზონს დღეს არსებული შემადგენლობა ჩაამთავრებს", - აცხადებს ბერიძე.

დაუშვილის შესახებ კი მისი აზრი ასეთია:

"მართალია, მის გარდა სამი კარგი მეკარე გვყავდა, მაგრამ მისი დამატებაც საჭიროდ მივიჩნიეთ. სრულყოფილებამდე ბევრი უკლია, მაგრამ უდავოდ საინტერესო და პერსპექტიული მოთამაშეა და თუ ბევრი იმუშავა, მაღალი დონის გოლკიპერად ჩამოყალიბდება".

დღეს "ვიტ ჯორჯია" "მცხეთა პარკზე" ამხანაგურად "ზოოვეტს" უმასპინძლებს, შემდეგ "ბენდელას თასზე" ჩაერთვება, სამზადისის დასკვნით ნაწილს კი თურქეთში გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა