ფილიპინებზე ფლორენსიო კამპომანესის მემორიალზე გუშინ ერთბაშად ორი ტურის პარტიები გათამაშდა. მერაბ გაგუნაშვილმა წინა ოთხი შეხვედრის მონაგარს ქულა შესძინა - ჩინელ იუნ ჟაოს და მის თანამემამულე ნი ჰუას დაუზავდა...

ფილიპინებზე ფლორენსიო კამპომანესის მემორიალზე გუშინ ერთბაშად ორი ტურის პარტიები გათამაშდა. მერაბ გაგუნაშვილმა წინა ოთხი შეხვედრის მონაგარს ქულა შესძინა - ჩინელ იუნ ჟაოს და მის თანამემამულე ნი ჰუას დაუზავდა. თამაზ გელაშვილმა მარაგი მხოლოდ ნახევარი ქულით გაიმდიდრა: ჯერ ფილიპინელ რიჩარდ ბიტუნს შეუთანხმდა ყაიმზე, შემდეგ ემანუელ სენადორთან (ფილიპინები) დამარცხდა.

ექვსი ტურის შემდეგ ერთპიროვნულად იუნ ჟაო ლიდერობს, რომელმაც ლი ჩაოს დამარცხებით 5,5 ქულას მოუყარა თავი. მას თითო ქულით ჩამორჩებიან ვესლი სოუ (ფილიპინები), ეჰშან ჩაემი (ირანი), ჟონ ჟანი (სინგაპური), დარვინ ლაილო (ფილიპინები), ლირენ დინი (ჩინეთი), მერაბ გაგუნაშვილი, მურთაზ კაჟგალიევი (ყაზახეთი), იანჩაო ჟოუ (ჩინეთი), ლიემ ქუანგ ლი (ვიეტნამი).

გაგუნაშვილი დღეს თეთრებით დინს შეხვდება, გელაშვილი კი დავიდ ელორტას (ფილიპინები) დაუპირისპირდება.

ქალებში ჩინელი შენ იანი დაწინაურდა. გუშინ იგი თანამემამულე ჟაო სიუს დაუზავდა და 5 ქულა მოაგროვა. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ვიეტნამელ ჰოანგ თხი ჰუს, რომელმაც კატერინე პერენასთან (ფილიპინები) გაიყო ქულა. 4-4 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს ჟაო სიუ, სიაობინ გუ (ჩინეთი) და ათუშა პურკაშიანი (ირანი) იყოფენ.

საგულისხმოა, რომ კამპომანესის მემორიალის საპრიზო ფონდია 100 ათასი დოლარი. ვაჟთა ტურნირის პირველადგილოსანი 10 ათას დოლარს მიიღებს.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა