"კრასნოდარმა" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა "ტეუტა დურესთან" გამართა და 4:0 გაიმარჯვა
18 იანვარს, ალექსანდრე ამისულაშვილის, ნუკრი რევიშვილისა და ოთარ მარცვალაძის "კრასნოდარმა" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა ალბანურ "ტეუტა დურესთან" გამართა და 4:0 გაიმარჯვა.

სლავოლიუბ მუსლინმა ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარა და თუ პირველ ტაიმში თამაშის საშუალება ამისულაშვილსა და რევიშვილს მისცა, მეორე ტაიმში მოედანზე მარცვალაძე გამოუშვა.

"კრანსოდარის" ქართველ თავდამსხმელს, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გოლის გატანის კარგი შანსი თავიდანვე ჰქონია, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულს ოდნავ დაუხანებია.

მარცვალაძემ გოლის გატანა მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეძლო და ეს ერთობ ეფექტურადაც გააკეთა. მატჩის 83-ე წუთზე ოთარმა ბურთი მიიღო, ოსტატურად გააბითურა მეტოქის მცველები, დაახლოებით 12 მეტრიდან, ტრიალში, აუღებელი ბურთი დაარტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (4:0).

მარცვალაძემ გატანილი გოლის შემდეგაც არ "მოისვენა" და კარგი საგოლე პასი თანაგუნდელს გაუკეთა, თუმცა ალბანელთა მეკარემ რეაგირება მოასწრო.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას კრანსოდარელები შაბათს, ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" გამართავენ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა