ქართველმა ცენტრმა "პორტლენდთან" 27 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში საკუთარი ძალა დაამტკიცა, ზაზა ფაჩულიას "ატლანტამ" დასავლეთის გუნდებს შეუტია. ჯორჯიელებმა რამდენიმე დღის წინ "მინესოტა" დაამარცხეს, დღეს გამთენიისას კი აღმოსავლეთის ერთ-ერთი მძლავრი წარმომადგენელი "პორტლენდიც" დაამწუხრეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ მასპიძელთა სამქულიანი გამარჯვებით - 92:89 დასრულდა. ატლანტელები გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე 13 ქულით იგებდნენ, თუმცა პორტლენდელებმა დარჩენილ დროში მძლავრად ითამაშეს და ბოლო წუთებზე გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა...

ქართველი ცენტრი წინა მატჩის დარად სათადარიგო იყო, თუმცა ძირითადში მყოფ ჯეისონ კოლინსზე ისევ უკეთ და მეტ ხანს ითამაშა. კოლინსმა ფიცარნაგზე 13 უქულო წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნა ჩაიწერა.

რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 27 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნა ამ შეხვედრაში უმეტესი იყო, რომელიც ფაჩულიასთან ერთად ატლანტელმა ჯოშ სმიტმა და პორტლენდელმა ლამარკუს ოლდრიჯმაც მოაგროვა.

რაც ძირითადი ცენტრი, ალ ჰორფორდი დაუშავდათ, ატლანტელებმა ზედიზედ მეოთხე შეხედრა მოიგეს და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.

"ქორებს" ახლა 11 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთში მათ მაღლა მხოლოდ "ჩიკაგო" "დაფრინავს". მომდევნო შეხვედრას "ატლანტა" ზეგ, გამთენიისას, ფილადელფიაში გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა