რომელმაც ოლიმპიადაზე უარი განაცხადა
ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე თამაშზე 4 ბრიტანული ქვეყნის სულ შვიდმა ფეხბურთელმა თქვა უარი.

აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის 21-წლამდელებისა და ბრიტანეთის ნაკრების თავკაცმა სტიუარტ პირსმა გაავრცელა. "სპორტსმეილი" ვარაუდობს, რომ ამ 7 ფეხბურთელში, მიუხედავად უელსის ფეხბურთის ფედერაციისგან არნახული ზეწოლისა, არ უნდა იყვნენ რაიან გიგზი, გარეთ ბეილი და აარონ რემსი.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ფეხბურთელებს სთხოვა, ოფიციალურად გაეგზავნათ წერილი, სადაც ისინი უარს იტყოდნენ ოლიმპიურ გუნდში თამაშზე. ვადა ორშაბათს ამოიწურა და 184 ფეხბურთელიდან, თეორიულად ვისი კანდიდატურაც განიხილებოდა, უარი, როგორც ვთქვით, შვიდმა ადამიანმა თქვა.

ასოციაცია მათი ვინაობის დასახელებას არ აპირებს. უბრალოდ ითქვა, რომ მათ შორის ოთხივე ეროვნების წარმომადგენელია, ინგლისელიც კი. იგივე "სპორტსმეილი" ირწმუნება, რომ კლუბების მხრიდან ფეხბურთელებზე ზეწოლა თანდათან გაიზრდება, რადგან, მოგეხსენებათ, ოლიმპიადა ზუსტად იმ დროს ტარდება (27 ივლისი-12 აგვისტო), როცა ისინი კლუბებთან ერთად მოსამზადებელ შეკრებებზე უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ არ არის გარანტია, რომ პირსი სასურველი 18 ფეხბურთელის შეკრებას მოახერხებს.

ამასობაში სპორტული ვებგვერდების ცნობით, ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშის სურვილი რაინ გიგზმა და დევიდ ბექჰემმა თავად გამოთქვეს. მოგეხსენებათ, 18 ფეხბურთელიდან პირსს მხოლოდ 5-ის წაყვანა შეუძლია, რომელთა ასაკი 23-ს აღემატება.

"ჩვენ ბევრი დადებითი პასუხი მივიღეთ ბრიტანელი ფეხბურთელებისგან, ვისაც ასოციაციამ აცნობა, რომ ოლიმპიური ნაკრების კანდიდატებად განიხილებიან, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ოლიმპიური თამაშები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მათთვის. ფეხბურთელებს ესმით, თუ რამხელა პერსპექტივა აქვთ, როცა ბრიტანეთის ნაკრებში თამაშს თანხმდებიან," - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დერილ სიბილმა.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ნაკრებში მოხვედრაზე თავად გამოთქვა პრეტენზია "ვულვერჰემპტონის" 24 წლის თავდამსხმელმა სტივენ ფლეტჩერმა. მას შოტლანდიის ნაკრების თავკაც კრეიგ ლევაინთან კონფლიქტი აქვს და სანამ 47 წლის სპეციალისტი თანამდებობაზეა, გუნდში დაბრუნებას არც აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა