ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბუნდესლიგა კლასიკით განახლდება

ბუნდესლიგა კლასიკით განახლდება

გერმანია. ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: "გლადბახმა" უნდა დაამტკიცოს, "ბაიერნს" მხოლოდ მოგება უნდა

დიდი ხანია, ბუნდესლიგის კლასიკად ქცეული დაპირისპირება მიონხენგლადბახის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ტურის ცენტრალური მატჩი აღარ ყოფილა და თუ ამ გუნდების ჯახს მაინც ვანიჭებდით ხოლმე დიდ მნიშვნელობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ისტორია და "გლადბახის" სახელი გვავალდებულებდა.

დღევანდელი მატჩი კი, რომლითაც გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყება, გულახდილად ტურის ცენტრალური შეხვედრაა, რადგან "გლადბახმა" პირველი წრე 33 ქულით, მე-4 ადგილზე დაასრულა და შემოდგომის ჩემპიონ "ბაიერნს" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა.

მართალია, გერმანიაში არავინ ფიქრობს, რომ მიონხენგლადბახელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიათ, მაგრამ ფაქტი, ანუ, სატურნირო ცხრილი, სახეზეა და ვინ იცის, იქნებ "გლადბახი" არც გაერიოს იმ გუნდების სიაში, რომლებსაც თავიდან სერიოზულს არაფერს უწინასწარმეტყველებენ ხოლმე, მაგრამ პირველ წრეს შესანიშნავად ჩაატარებენ, თუმცა მეორე წრეში ისევ თავის ადგილს უბრუნდებიან. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, იქნებ "გლადბახს" არც დაემართოს ის, რაც გასულ სეზონში "მაინცს" დაემართა.

გრძელი, მაღალი ჩაწოდება "ბაიერნის" საჯარიმოსკენ, მიუნხენური კლუბის ახალწვეულები ბოატენგი და ნოიერი ყოყმანობენ, რითაც დე კამარგო სარგებლობს და გააქვს გოლი, რომლითაც "გლადბახი", ყველასათვის მოულოდნელად, მიუნხენის "ალიანს არენაზე" 1:0-ს იგებს - აი, ასე დაიწყო მიონხენგლადბახელთა სენსაციური სლალომი მიმდინარე სეზონში.

ლუსიენ ფავრის ბიჭებმა პირველ ტურში მიუნხენიდან სამი ქულის წაღება რომ მოახერხეს, ეს მაშინ შემთხვევით წარმატებაში ჩაუთვალეს და ვერავინ იფიქრებდა, რომ გასულ სეზონში ელიტიდან გავარდნას ძლივს გადარჩენილი გუნდი, 17 ტურის შემდეგ, მე-4 ადგილზე იქნებოდა.

მაშინ, აგვისტოში "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესიც შემთხვევითობაზე ლაპარაკობდა, თუმცა "გლადბახმა" პირველი წრის დარჩენილ შეხვედრებში დაამტკიცა, რომ მიუნხენში შემთხვევით არ მოუგია. ფავრის ბიჭები შემტევ ფეხბურთსაც თამაშობდნენ (4:1 "ვოლფსბურგთან", 5:0 "ვერდერთან" და "მხოლოდ" 3:0 დაუძინებელ მტერ "კიოლნთან"), მაგრამ უმეტესად მაინც მინიმალური სხვაობით იგებდნენ: საერთო ჯამში ათი გამარჯვებიდან, "გლადბახმა" 7-ჯერ მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოიგო.

ბუნდესლიგის 228 ფეხბურთელიდან 80 პროცენტზე მეტმა ფავრის გუნდი სეზონის პირველი ნახევრის აღმოჩენად დაასახელა, გუნდის ლიდერი მარკო როისი კი, 40 პროცენტის აზრით, ამ სეზონის ყველაზე მთავარი აღმოჩენაა.

ფაქტია, მეორე წრეში ფავრის გუნდს გაუჭირდება. თუნდაც იმიტომ, რომ მიონხენგლადბახელებზე ვეღარ ვიტყვით, დასაკარგი არაფერი აქვთო - ამ გუნდს მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი აქვს და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის ბრძოლაც შეუძლია, ეს ყველაფერი კი უკვე თავისთავად ნიშნავს წნეხს. წნეხი კი დაძაბულობას იწვევს! ამას ისიც ემატება, რომ გადაწყვეტილია, როისი (დორტმუნდში) და რომან ნოიშტედტერი (შალკეში) ზაფხულში "გლადბახიდან" წავლენ. დიდი შანსია, რომ გუნდი დაცვის ბურჯმა დანტემაც დატოვოს და ამ ყველაფრით უკმაყოფილო ფავრმაც უარი თქვას მუშაობის გაგრძელებაზე.

დე კამარგო: გმირი სკამზე

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ორმაგად საინტერესოა, როგორ ითამაშებს ფავრის გუნდი დღეს, "ბაიერნთან". ფაქტია, რომ შვეიცარიელი სპეციალისტი პირველი მატჩის გმირ იგორ დე კამარგოს სათადარიგოთა სკამზე დატოვებს და ისევ იმ შემადგენლობას ენდობა, რომელიც ამ თავდამსხმელის ლაზარეთში ყოფნის დროს კარგად შეთამაშდა: ცენტრფორვარდის პოზიციაზე მაიკ ჰანკეს ვიხილავთ, მის უკან როისი თავისუფლად იმოქმედებს, მარცხნიდან ხუან არანგო ირბენს, მარჯვნიდან კი პატრიკ ჰერმანი. "გლადბახს" მხოლოდ დანტე აკლია, სხვამხრივ კი, ფავრს მოედანზე ყველა წამყვანი მოთამაშის გაყვანა შეუძლია.

როისი ხომ ბაიერნსაც უნდოდა.

რაც არ უნდა ხშირად იმეორონ მიუნხენელებმა, მარკო როისი მართლა გულით რომ გვდომოდა, უპრობლემოდ გადმოვიბირებდითო, ფაქტია, რომ ამ ფეხბურთელზე ბავარიაშიც ფიქრობდნენ და ნამდვილად არ სიამოვნებთ ის, რომ როისმა არჩევანი დორტმუნდის "ბორუსიაზე" შეაჩერა. ეს ფაქტორი დღევანდელ შეხვედრას ინტრიგას მატებს - როისი "ბაიერნის" წინააღმდეგ უკვე ძალიან საინტერესოა.

მიუნხენელები ფრანკ რიბერის ვერ გამოიყენებენ - ფრანგი გარემარბი დისკვალიფიცირებულია და მას მარცხენა ფლანგზე სავარაუდოდ ტონი კროოსი შეცვლის. სამაგიეროდ, კარგ ფორმაშია არიენ რობენი და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბაიერნს" ბასტიან შვაინშტაიგერიც გამოუჯანმრთელდა.

მართალია, შვაინი ამ კვირაში მცირე ტრავმამ შეაწუხა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, დღეს მოედანზე იქნება. ბავარიელების მიზანი ამ მატჩის მოგება, კონკურენტებთან დისტანცირება და ამით როგორც "დორტმუნდის", ასევე "შალკეს" ზეწოლის ქვეშ მოქცევაა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბორუსია (მ)-ბაიერნი 23:30

ბორუსია მ (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, ბრუვერსი, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ჰერმანი, არანგო - როისი - ჰანკე.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ბოატენგი, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, კროოსი - გომესი.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 17 12 1 4 43:10 37

2. ბორუსია (დ) 17 10 4 3 35:12 34

3. შალკე 17 11 1 5 38:22 34

4. ბორუსია (მ) 17 10 3 4 25:11 33

5. ვერდერი 17 9 2 6 30:31 29

6. ლევერკუზენი 17 7 5 5 22:22 26

7. ჰანოვერი 17 5 8 4 20:24 23

8. შტუტგარტი 17 6 4 7 23:20 22

9. ჰოფენჰაიმი 17 6 4 7 19:19 22

10. კიოლნი 17 6 3 8 27:35 21

11. ჰერტა 17 4 8 5 24:26 20

12. ვოლფსბურგი 17 6 2 9 23:34 20

13. ჰამბურგი 17 4 7 6 21:27 19

14. მაინცი 17 4 6 7 22:29 18

15. ნიურნბერგი 17 5 3 9 17:28 18

16. კაიზერსლაუტერნი 17 3 7 7 13:21 16

17. აუგსბურგი 17 3 6 8 15:28 15

18. ფრაიბურგი 17 3 4 10 21:39 13

ბომბარდირები: 16 - გომესი (ბაიერნი); 15 - ჰუნტელაარი (შალკე); 14 - პოდოლსკი (კიოლნი); 12 - ლევანდოვსკი (ბორუსია დ), პისარო (ვერდერი); 10 - რაული (შალკე), როისი (ბორუსია მ); 9 - აბდელაუ (ჰანოვერი), სისე (ფრაიბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა

შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა

ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება