ევროლიგის მატჩში ქართველების "კანტუ" "ბარსელონას" ბოლო წამებამდე თანაბრად ებრძოლა
ევროპის გამორჩეულ გუნდ "ბარსელონასთან" ბოლო წამებამდე თანაბრად იბრძოლა გიორგი შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ".

მეტსაც გეტყვით, პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, იტალიელებს თამაში საკუთარი სცენარით მიჰყავდათ და 7-8 ქულითაც დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდი ფრედ, 49:49 დასრულდა. რადგან მანამდე კანტუელებს დაცვა, პერიმეტრიდან ტყორცნები და ფარქვეშიდან თამაში მეტოქეზე ნაკლებად არ გამოსდიოდათ, რჩებოდა იმედი, რომ კატალონიაში სენსაცია დაფიქსირებულიყო.

მეოთხე პერიოდის დასაწყისშიც თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, მანუჩარ მარკოიშვილის საშუალო დისტანციიდან ტყორცნის შემდეგ სტუმართა სასარგებლოდ ტაბლოზე 51:50 აენთო. სწორედ ამის შემდეგ გაუჭირდათ სტუმრებს შეტევაში თამაშის დალაგება და "ბარსელონამ" ჩაკ ეიდსონის აქტიურობის წყალობით 9:0 გაქცევა მოაწყო.

მატჩის ბოლოს, რაც "კანტუმ" შეძლო, საფინალო სირენამდე 28 წამით ადრე გიორგი შერმადინის ჩატენვის შემდეგ ხუთქულიანი საფინალო ანგარიშის დაფიქსირება იყო - 60:65 (კატალონიელთა სასარგებლოდ). ასე დახუთა მატჩის ბოლოს "ბარსამ" "კანტუ".

გიორგი შერმადინმა 21 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი-დაფარება მოაგროვა. მანუჩარ მარკოიშვილმა 11 წუთი ითამაშა: 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა. სტუმართაგან 13-13 ქულა ვლადიმირ მიკოვმა და ჯანლუკა ბაზილემ მოაგროვეს, ხოლო ბომბარდირობა ჩაკ ეიდსონმა იკისრა - 15.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა