ევროპელთა შეფასებით, საქართველოს ნაკრები ესტონეთზე, სომხეთზე, ლატვიასა და მაკედონიაზე უფრო მეტს უნდა აღწევდეს
წერილის იდეა სპონტანურად დაიბადა. რედაქციაში ვკამათობდით, რატომ არის საქართველო შესარჩევ ჯგუფში მეხუთე ადგილზე და როგორ უნდა გაესწრო ჩვენთვის ლატვიას, რომელსაც ჩვენებისნაირი ფეხბურთელები არ ჰყავს?

ლოგიკური იყო თუ არა, ლატვიელებმა რომ გვაჯობეს და რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ, მილიონზე მეტად რომ ფასობს? ამ ლაპარაკში დაიბადა კითხვაც, რა განაპირობებს ჩვენსავით რიცხვმცირე ხორვატთა წარმატებას, ან რისი წყალობით იყოჩაღეს ჩვენზე მცირერიცხოვანმა ესტონეთმა და ბოსნიამ? რად ღირს ევროპის ჩემპიონატის ზღვრამდე მისული ესტონეთის გმირობა, რომელიც პლეი ოფიდან ირლანდიამ გამოაგდო; ასევე პლეი ოფში "გააჩერეს" ბოსნია; აქამდე არ მისულა, მაგრამ ღირსეულად ითამაშა სომხეთის ნაკრებმაც.

მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს, ისე კი, ცხადია, საინტერესოა, მილიონად ღირებული რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ ამ და სხვა ჩვენნაირ ქვეყნებს, რაც მათ საფეხბურთო პოტენციალზე გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის.

ვფიქრობთ, საინტერესო სტატისტიკას მივაკვლიეთ, ხშირად ხომ ციფრები სიტყვებზე მეტად მეტყველია.

ნაკრები მოთამაშეთა ჯამური ფასი

1. ხორვატია 144 500 000

2. ბოსნია 95 475 000

3. ჩერნოგორია 75 850 000

4. სლოვაკეთი 69 950 000

5. სლოვენია 53 175 000

6. მაკედონია 31.800.000

7. საქართველო 24 775 000

8. ლიტვა 19 400 000

9. ბელარუსი 18 550 000

10. სომხეთი 17 025 000

11. ლატვია 13 300 000

12. კვიპროსი 11 625 000

13. ესტონეთი 11 375 000

1 . ხორვატია

მილიონიანი - 24

ყველაზე ძირადღირებული: ლუკა მოდრიჩი, "ტოტენჰემი" 33 000 000

2. ბოსნია

მილიონიანი - 17

ყველაზე ძვირადღირებული: ედინ ჯეკო, "მანჩესტერ სიტი" 28 000 000

3. ჩერნოგორია

მილიონიანი - 15

ყველაზე ძირადღირებული: სტევან იოვეტიჩი, "ფიორენტინა" 20 000 000

4. სლოვენია

მილიონიანი - 15

ყველაზე ძვირადღირებული: სამირ ჰანდანოვიჩი, 12 000 000

5. სლოვაკეთი

მილიონიანი - 14

ყველაზე ძვირადღირებული: მარეკ ჰამშიკი, "ნაპოლი" 24 000 000

6. საქართველო

მილიონიანი - 12

ყველაზე ძვირადღირებული: გურამ კაშია, "ვიტესი" - 4 000 0000

7. ბელარუსი

მილიონიანი - 9 ყველაზე ძვირადღირებული

პაველ ნეხაიჩიკი, მოსკოვის "დინამო" 2 800 000

8. ლიტვა

მილიონიანი - 7

ყველაზე ძვირადღირებული: ჟიდრუნას კარჩემარსკასი, "გაზიანთეფი" 3 000 000

9. მაკედონია

მილიონიანი - 6

ყველაზე ძვირადღირებული: გორან პანდევი, "ნაპოლი" 12 000 0000

10. ლატვია

მილიონიანი - 4

ყველაზე ძვირადღირებული: არტიომ რუდნევსი, "ლეხი" პოზნანი 3 300 000

11. სომხეთი

მილიონიანი - 4

ყველაზე ძვირადღირებული: ჰენრიხ მხითარიანი, "შახტარი" 7 000 000

12 ესტონეთი

მილიონიანი - 3

ყველაზე ძვირადღირებული: რაგნარ კლავანი, "ალკმაარი" 1 500 000

13 კვიპროსი

მილიონიანი - 2

ყველაზე ძვირადღირებული: კონსტანტინოს ხარლამპიდისი, ნოქოზიის "აპოელი" 1 500 000

ცხადია, საქართველოს ნაკრებში ყველა ის ფეხბურთელი არ თამაშობს, ვისაც "ტრანსფერმარკტი" მილიონზე მეტად აფასებს. მაგალითად, თემურ ქეცბაია გოგიტა გოგუასა (2 000 000) და გიორგი მერებაშვილს (1 500 000) არ იწვევს, კახა კალაძემ (1 300 000) კი თავად გადაწყვიტა ნაკრების დატოვება.

მაგრამ ზედაპირული გადახედვაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ევროპელების მიერ საკმაოდ კარგად შეფასებული ფეხბურთელებით საქართველო უფრო მეტს უნდა აღწევდეს, ვიდრე ესტონეთი, სომხეთი, ლატვია და მაკედონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დევიდ აირონს
daviti, ყველაფერი სიმართლე დაწერე სამწუხაროდ... რა უნდა თქვა და დაამატო შენს კომენტარს მეტი? ალბათ ის, როცა ფეხბურთელს ციხეში გამოკეტავ, უაზრო ბრალდებით? იქნებ "რამკიანი" ქურდი იყო და არა უბრალოდ წევრი? გულშემატკივარს იმისი რომ ეშინია ჩემპიონატში 95, ან 2010 წელი ან განმეორდეს, როცა კლუბს "მფარველი ხელი" ყიდულობს? და ეს შიშიც რომ არც ისე უსაფუძვლოა ბოლო "ამხანაგურშიც" გამოჩნდა! ან იქნებ ის, რომ მშობელს სათანადო თანხა არა აქვს ბავშვი (ტალანტის მქონე) ფეხბურთზე ატაროს? ან რა მოტივაციას აძლევ ახალგაზრდებს, როცა ასეთი განცხადებებით "ამკობ" ბოლო წლების ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელს და ნაკრების კაპიტანს? რომელიც ასე "ცუდად" მიდის ნაკრებიდან?... შორს წაგვიყვანს მიზეზების ჩამოთვლა, სამწუხაროდ ჭაობი კიდევ არ დამშალა და "შეიმოსება კი მუხა" ისევ?
daviti
გაზეთ ლელოს ჟურნალისტებო და იქნებ "მიზეზი" ბუცებში,უფრო სწორად შიპების რაოდენობაშია,ძნელი იქნება მაგრამ,ინტერნეტ სივრცეში იქნებ მიაკვლიოთ ინფორმაციას,ამ ნაკრების ფეხბურთელები,ვინ რამდენ შიპიანი ბუცებით თამაშობს,მერე დათვალეთ შიპების საერთო რაოდენობა და ასე "მივაგნოთ" შეიძლება პრობლემის თავს.თუ ეს არ გამოდგა საშუალო ასაკი გავარკვიოთ,სიმაღლე,ფეხის ზომა,წონა და ასე შემდეგ.თქვე ოჯახ აშენებულებო,რო იკამათეთ რედაქციაში,რომ დაგებადა ბატონო მერაბ ეს აზრი,მოიძიე ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ,ამ 12 ნაკრების(ყველამ,ჩვენზე უკეთ რომ ითამაშა შესარჩევში),ფეხბურთელების ფასით შუაში რომ ვართ და მიხვდით ეს არ ყოფილა მიზეზი,რაღატომ წერდით ამ სტატიას?არ ჯობდა წასულიყავით უფრო შორს და სხვა მიზეზები გეძებნათ?თან მანდამაინც შორსაც არ მოგიწევდათ წასვლა,მაგალითად,ამ ქვეყნებიდან რომდენის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადამდგარა არჩევიდა ნახევარ საათში?ყოველი ახალი პრეზიდენტი იმითი რომ იწყებს ლაპარაკს როგორ გააჩანაგა ყველაფერი მისმა წინამორბედმა და ამავდროულად,წინა ფედერაციის მეორე-მესამე პირები "პლავნად" გადმოდიან იმ ახალთან იგივე თანამდებობებზე სამუშაოდ ეს რა არის?ან იქ თუ ნიშნავს ფედერაციის პრეზიდენტს და ნაკრების მწვრთნელებს "ვიღაც" მთავრობიდან?დედას თუ აგინებენ ამ ქვეყნების ნაკრების ფეხბურთელებს მწვრთნელები და ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ (განურჩევლად მასზე ძლიერ,თუ სუსტ გუნდებთან)ყველაფერს ფეხბურთელების დაბალ კვალიფიკაციას,უხარისხო მინდვრებს და წინა თამაშში დამარცხებით გამოწვეულ განწყობას თუ აბრალებენ?თუ ეკარგებათ იმ ქვეყნებში ყველაზე "წარმატებულ"სპორტულ ჟურნალისტებს სახეზე ფერი და ასხამთ ცივი ოფლი ღია ეთერში როცა ნაკრების მწვრთნელი ებლატავება.ჩაგდებული შესარჩევის შემდეგ,რომელშიც არც შედეგი და არც თამაშის ხარისხი იყო სათანადო,თუ უხანგძლივებენ იქ ნაკრების მწვრთნელს კონტრაქტს 4 წლით,გასაიდუმლობული,მაგრამ სავარაუდოდ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით?საკუთარ ჩემპიონატში სამარცხვინო ჩაწყობა-მაიმუნობის უპრეცედენტო შემთხვევის შემდეგ მხოლოდ 5 ფეხბურთელს(ამ სიბინძურეში გარეულების ალბათ მეათედს)სჯიდნენ,ისიც მხოლოდ სამუდამო დისკვალიფიკაციით და 5 თვეში "უპრეცედენტო და ერთპიროვნული" ამინისტიით უხსნიდნენ სასჯელს,თან ერთ-ერთი ამინისტირებული ამბობდეს ფორმაში ვარ,"იმედს არ ვკარგავდიო"და ვარჯიში არ შემიწყვეტიაო.თუ ამ და სხვა უამრავ პრობლემას ვერ ხედავთ ბატონო ჟურნალისტებო,ვერ ხედავთ იმას რომ შსს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების გუნდები,სახელმწიფოს სპორტის დახმარების ძალიან მახინჯი ფორმაა,და ეს,იმ ერთეულ კერძო ინვესტორსაც გააქცევს ამ სფეროდან არათუ სხვები მოსვლას შეუწყობს ხელს,ან თუ ამას ყველაფერს ხედავთ,სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად და დაწერას ვერ ბედავთ,ან სხვა პროფესია მოძებნეთ,ან სულ მცირე,ასეთ უმიზნო,უაზრო ანალიზით მაინც ნუ გაგვაღიზიანებთ.
Shoti
რამო, რისი ბრალია იცი? გუნდში თამაშის საკუთარ თავზე ამღები, ჭკვიანი ცენტრალური ნახევარმცველი არ გვყავს
ramo
ეეჰ, ბატონო მერაბ, რომ დავიწყე კითხვა იმედი გამიჩნდა, იქნებ ვინმემ ანალიზი გააკეთა მეთქი, მაგრამ თქვენ კვლავ მოკლედ ამთავრებთ "მიზეზების კვლევა შორს წაგვიყვანს"-ო და კვლავ მხოლოდ სტატისტიკით შემოისაზღვრეთ. იქნებ რედაქციაში დაჯდეთ და გააკეთოთ ანალიზი: რისი ბრალია რომ ესეთი დაბალი შედეგია. ოღონდ მინდვრის არა, ჩვენებს უცხეთის კლუბებში მშვენიერი პირობები აქვთ და ნაკრებიც ძირითადად კარგ მოედანზე თამაშობს.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"