ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ზუგდიდის "ბაია" - ახალი თაობით ძველი მიზნისკენ

ზუგდიდის "ბაია" - ახალი თაობით ძველი მიზნისკენ

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის შეჯამება
"ბაიამ" მიმდინარე ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში ოთხი გამარჯვება მოიპოვა, რითაც სეზონის სტარტზევე გააკეთა სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარში დამკვიდრების განაცხადი.

მართალია, ზუგდიდელებს ამის შემდეგ ქულები ასე სტაბილურად აღარ უგროვებიათ და პოზიციებიც ნელ-ნელა დათმეს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში ბევრზე უკეთესი გუნდი ჰყავდათ და პროგრამა-მინიმუმის შესრულების კარგი შანსიც შეინარჩუნეს.

ზამთრის პაუზას "ბაია" მეექვსე საფეხურზე შეხვდა. ზუგდიდურ კლუბს 24 ქულა აქვს და მეცხრეადგილოსან "სპარტაკს" 5 ქულით უსწრებს. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა, ეს სოლიდურ უპირატესობად უნდა მივიჩნიოთ - იმის მიუხედავად, რომ ზოგი კონკურენტი საგრძნობლად გაძლიერდა, "ბაიამ" კი არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.

ცვლილებები მრავლადაა

"ბაიადან" წასული ლიდერები ახალბედებმა უნდა შეცვალონ, თუმცა გუნდში მაინც რჩება უმაღლეს ლიგაში ნაცადი რამდენიმე ფეხბურთელი. მთავარი სიახლე კი მწვრთნელის შეცვლაა. სულ ცოტა ხნის წინ "ბაია" გოჩა ტყებუჩავას ჩააბარეს, ელგუჯა ქომეთიანი კი მის ასისტენტად იმუშავებს.

ტყებუჩავასთვის ახალგაზრდებთან მუშაობა უცხო არ არის და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს ახალ გამოცდას, ქომეთიანზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ - ყველამ კარგად იცის, რამხელა დამსახურება აქვს ამ კაცს "ბაიას" წარმატებებსა და ზუგდიდელი და არამარტო ზუგდიდელი ფეხბურთელების აღზრდაში. კარგია, რომ იგი ჩვეულ და საყვარელ გარემოს არ ჩამოაშორეს.

ფავორიტთა რისხვა

"ბაიას" თავი არც უშუალო კონკურენტებთან შეურცხვენია და უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდებსაც ღირსეულად ებრძოლა. ვინ მოთვლის, მერამდენედ გაამწარა ქომეთიანის გუნდმა "დინამო". "ბაიას" ყველაზე ხმაურიან გამარჯვებად სწორედ ალექს გარსიას გუნდის ძლევა უნდა მივიჩნიოთ.

ამას გარდა, დასაფასებელია "ტორპედოსთან" მიღწეული ორი ფრე და საგარეო გამარჯვებები "სპარტაკთან", "დილასა" და "გაგრასთან". ყველაზე მძიმე მარცხი "ბაიამ" მცხეთაში იწვნია "ვიტ ჯორჯიასთან", მაგრამ მიზეზთა გამო, იმ დროისთვის ქომეთიანის გუნდი საუკეთესო ფორმაში ვეღარ იყო.

მიზანი გამოკვეთილია

ეჭვი არავის ეპარება, რომ "ბაიას" ამჯერადაც კარგი ახალი თაობა ჰყავს, თუმცა საკითხავია, მოასწრებენ თუ არა ზუგდიდელი ჭაბუკები უმაღლეს ლიგასთან ასე უცებ გაჩვევას. თუმცა მოსალოდნელი საკადრო პრობლემების მიუხედავად, "ბაიას" უმაღლეს ლიგაში დარჩენის კარგი შანსი აქვს.

თუ ზუგდიდელებმა ხუთქულიანი უპირატესობა გაანიავეს და უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდნენ, გადარჩენისთვის მებრძოლი რვის გარემოცვაში სულაც არ უნდა დაკმაყოფილდნენ სტატისტის როლით.

მეკარეები

"ბაიას" კარს 31 წლის გიორგი სომხიშვილი დამაჯერებლად იცავდა, თუმცა რამდენიმე მატჩი მას ტრავმის გამო გაუცდა და თავის გამოჩენის შანსი მის 19 წლის დუბლიორ არჩილ მაქაცარიასაც ეძლეოდა.

მცველები

"ბაიას" დაცვის ხაზში სხვებზე ხშირად 19 წლის ნიკოლოზ აფაქიძეს, 20 წლის დათა რიგვავას, 26 წლის ნიკოლოზ მგელაძესა და 31 წლის ლევან აკობიას ვხედავდით. ჩემპიონატის 18 მატჩში ზუგდიდურმა კლუბმა 20 გოლი გაუშვა, ამაზე უკეთესი მაჩვენებელი კი უმაღლესი ლიგის მხოლოდ ოთხ ბინადარს აქვს.

ნახევარმცველები

"ბაიას" ნახევარდაცვაში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობდა. 20 წლის ლუკა გუგუჩიამ და 17 წლის გურამ სამუშიამ "ზესტაფონის" ყურადღება დაიმსახურეს, პერსპექტივა არც "ბაიას" სხვა შუახაზელებს დაეწუნებათ. ამ ორი ფეხბურთელის გარდა, ზუდგიდურ ნახევარდაცვას ამაგრებდნენ 19 წლის ზვიად სიხარულია, 28 წლის ლევან წურწუმია, 24 წლის ვალიკო ტყემალაძე და 20 წლის ნიკოლოზ შონია.

შუა ხაზში ქომეთიანს მდიდარი არჩევანი ჰქონდა და როტაციასაც სისტემატურად მიმართავდა.

თავდამსხმელები

"ბაიას" თავდასხმის ლიდერი ირაკლი ქობალია იყო, მაგრამ შემოდგომაზე 19 წლის ფორვარდმა მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც გუნდის შემტევ პოტენციალს დიდი დაღი დაასვა. ამის შემდეგ "ბაიას" მთავარი დამრტყმელი ძალა 23 წლის ირაკლი ეხვაია იყო.

ბაიას ყველა მატჩი ყველა ეტაპზე

I ტური ბაია-სიონი 3:0

II ტური მეტალურგი-ბაია 2:0

III ტური ბაია-კოლხეთი 2:0

IV ტური ბაია-გაგრა 3:0

V ტური სპარტაკი-ბაია 1:2

VI ტური ბაია-ვიტ ჯორჯია 0:1

VII ტური ტორპედო-ბაია 0:0

VIII ტური ბაია-ზესტაფონი 1:2

IX ტური დილა-ბაია 0:2

X ტური ბაია-დინამო 2:1

XI ტური მერანი-ბაია 1:0

XII ტური სიონი-ბაია 2:0

XIII ტური ბაია-მეტალურგი 1:2

XIV ტური კოლხეთი-ბაია 0:0

XV ტური გაგრა-ბაია 0:1

XVI ტური ბაია-სპარტაკი 1:3

XVII ტური ვიტ ჯორჯია-ბაია 4:0

XVIII ტური ბაია-ტორპედო 1:1

მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი (I-XVIII ტური)

მეკარეები: გიორგი სომხიშვილი - 14, არჩილ მაქაცარია - 4;

მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე - 17 (1), დათა რიგვავა - 17, ნიკოლოზ მგელაძე - 15 (2), ლევან აკობია - 12, გიორგი პაჭკორია - 11 (1), გიორგი ქვარცხავა - 6, ილია გამრეკლიძე - 2, ილია ვეკუა - 2;

ნახევარმცველები: ზვიად სიხარულია - 17 (1), ლევან წურწუმია - 16, ლუკა გუგუჩია - 15 (4), ვალიკო ტყემალაძე - 15, გურამ სამუშია - 13 (1), ნიკოლოზ შონია - 12, ავთანდილ ენდელაძე - 10 (1), შოთა ლომია - 9 (2), ლაშა კუკავა - 6, თამაზ ჟიშკარიანი - 3, რომეო კანკია - 2, ლაშა სვირავა - 1, კონსტანტინე ახალაია - 1;

თავდამსხმელები: ირაკლი ეხვაია - 16 (1), ირაკლი ქობალია - 10 (3), არჩილ ფარჯიკია - 3, თენგიზ გერგედავა - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს