პირველად NBA-ის ისტორიაში, მინიმუმ 12 წაგების მქონე გუნდმა დაამარცხა მინიმუმ 12 გამარჯვების მქონე გუნდი
პირველად NBA-ის ისტორიაში, მინიმუმ 12 წაგების მქონე გუნდმა დაამარცხა მინიმუმ 12 გამარჯვების მქონე გუნდი. იგულისხმება ის შემთხვევა, როცა კლუბებს მაქსიმუმ 15 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული.

ეს შემთხვევა დაფიქსირდა "ოკლაჰომასა" (12 მოგება-3 წაგება) და "ვაშინგტონის" (2-12) შეხვედრაში. მატჩის წინ "უიზარდსის" მოგებათა კოეფიციენტი 7.7-ს შეადგენდა, "ოკლაჰომასი" - 85.7-ს.

სტივ ნეში

"ფინიქსის" გამთამაშებელმა სტივ ნეშმა 26 ქულა და 11 პასი დააგროვა "ნიუ იორკთან" მოგებულ შეხვედრაში.

როგორც ირკვევა, ნეში (37 წლის და 345 დღის) NBA-ის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 25 ქულა და 10 პასი მოაგროვა. ასეთი შედეგის მქონე წინა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე იყო ჯეისონ კიდი, რომელიც 2010 წლის მარტს 37 წლის გახლდათ.

რიკი რუბიო

"მინესოტას" ესპანელმა ვუნდერკინდმა რიკი რუბიომ "დეტროიტთან" მოგებულ მატჩში 9 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა დააგროვა.

რით არის ეს შედეგი გამორჩეული? აღმოჩნდა, რომ რუბიო გახლავთ პირველი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, ვინც ისე დააგროვა მინიმუმ 9 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა, რომ ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მიაღწია ათიანის ნიშნულს.

ბოლო მოთამაშე, რომელმაც ამ ოთხ კატეგორიაში მინიმუმ ექვსი, მაგრამ ათზე ნაკლები ერთეული დააგროვა, ადრიან გრიფინი იყო. მან "დალასის" მაისურით 9 ქულა, 7 მოხსნა, 7 ჩაჭრა და 6 პასი მიითვალა 2002 წლის იანვარში "ატლანტასთან" მატჩში.

"სან ანტონიო სპურსის" მოთამაშეს ჯონი მურს 1985 წლის მარტში 9 ქულა, 8 ჩაჭრა, 7 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა "სიეტლთან" შეხვედრაში.

გოლდენ სტეიტი

"გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ თამაშიდან 51.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა, სამქულიანების 50 პროცენტი გამოიყენა და მხოლოდ 10 შეცდომა დაუშვა და მაინც დამარცხდა "ნეტსთან" - 100:107.

ეს არის პირველი შემთხვევა სეზონში, როცა გუნდი თამაშიდან და შვიდმეტრიანი ხაზიდან მინიმუმ 50 პროცენტის სიზუსტით ისვრის და ათზე მეტ შეცდომას არ აგროვებს, მაგრამ მაინც მარცხდება.

ბოლო გუნდი, რომელმაც ასეთი მონაცემებით შეხვედრა წააგო, "კლივლენდი" იყო 2011 წლის თებერვალში "ჰიუსტონის" წინააღმდეგ მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა