მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოკრივედ ტაილანდელი პონგსაკლეკ ვონჯონგკამი დაასახელა
მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოკრივედ ტაილანდელი პონგსაკლეკ ვონჯონგკამი დაასახელა.

2001 წლის მარტში ტაილანდელმა 50.8-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ტიტული მოიპოვა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი ბრძოლა წააგო. დღეისთვის ის ამ ვერსიით საჩემპიონო ქამარს ინარჩუნებს.

სულ პროფესიულ რინგზე ვონჯონგკამმა 88 ბრძოლა ჩაატარა, 83 მოიგო (44 - ნოკაუტით), სამჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

თავის ბოლო ბრძოლაში (2011 წლის 23 დეკემბერი) ტაილანდელმა ფრეს მიაღწია იაპონელ ჰიროფუმი მუკაისთან და ეს საკმარისი აღმოჩნდა WBC-ის ტიტულის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, WBC-მა 2011 წლის შედეგები შეაჯამა. საუკეთესო მოკრივედ უკრაინელი სუპერმძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო აღიარეს, საუკეთესო ბრძოლად - ამერიკელი ვიქტორ ორტისისა და ანდრე ბერტოს დაპირისპირება, საუკეთესო ნოკაუტად - ფილიპინელ ნონიტო დონერსა და მექსიკელ ფერნანდო მონტიელს შორის დაპირისპირებაში დაფიქსირებული ნოკაუტი (რინგზე მონტიელი დაეცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე