ავსტრალიის ღია პირველობაზე ისე იოლად იგებენ თავიანთ შეხვედრებს, რომ ამ მატჩების პერიპეტიების აღწერას აზრი არ აქვს
ავსტრალიის წლევანდელი პირველობა ძალიან მწირია სენსაციების მხრივ. ფავორიტები ისე იოლად იგებენ საკუთარ შეხვედრებს, რომ ამ მატჩების პერიპეტიების აღწერას აზრი არ აქვს.

გუშინაც ასე მოხდა, ამიტომაც დღის ცენტრალურ მატჩად არა რომელიმე ფავორიტის შეხვედრა, არამედ ძველი ვარსკვლავების - ლეიტონ ჰიუიტისა და ენდი როდიკის დაპირისპირება იყო მიჩნეული. მართალია, დღეისთვის ეს ჩოგბურთელები აღარ შედიან ფავორიტთა რიცხვში, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ორივეს აქვს მოგებული "დიდი სლემის" ტურნირი და ორივე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი. სულ კი ლეიტონსა და ენდის 13 პირადი შეხვედრა ჰქონდათ და როდიკი წინ იყო - 7:6.

რამდენიმე წლის წინ, ავსტრალიელისა და ამერიკელის დუელი ნებისმიერი ტურნირის მშვენება იყო, მაგრამ ახლა, ორივეს კარიერა აშკარად დაბლა მიექანება. როდიკი ჯერჯერობით ინარჩუნებს ადგილს ტოპ-აცეულში, ჰიუიტი კი უკვე გავარდა ასეულიდან.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასაკმა თამაშის ხარისხზეც იმოქმედა. ვერ ვიტყვით, რომ ჩოგბურთელებს საერთოდ არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ საკუთარი საუკეთესო თამაშისგან შორს იყვნენ. პირველი სეტი დაახლოებით თანაბარი გამოვიდა. ყველაფერი გადაწყვიტა მეექვსე გეიმში ჰიუიტის შეცდომებმა. მეორე სეტის დასაწყისში როდიკს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, გადაადგილება უჭირდა და სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო.

პაუზის შემდეგ ენდიმ გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ უკვე ბევრი არაფერი გამოსდიოდა. ამით ლეიტონმა კარგად ისარგებლა და ორი სეტი მოიგო. როდიკმა კი გადაწყვიტა, რომ თამაშის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და მეტოქეს ხელი ჩამოართვა. გულშემატკივრები სანახაობრივი თვალსაზრისით კმაყოფილები ვერ იქნებოდნენ, სამაგიეროდ, გაიხარებდნენ ავსტრალიელის შემდეგ ეტაპზე გასვლით. მესამე წრეში მათი კერპი ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავს, კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება.

რამდენიმე შეხვედრაში სენსაციის სუნი ტრიალებდა, მაგრამ ლიდერებმა მაინც თავისას მიაღწიეს. მძიმე მატჩი გამოუვიდა დავიდ ფერერს რაიან სვიტინგთან. ამერიკელი ორჯერ იგებდა სეტებს შორის, მაგრამ გამოცდილებისა და სტაბილურობის ხარჯზე ფერერმა ხუთ სეტში გაიმარჯვა - 6:7, 6:2, 3:6, 6:2, 6:3.

დიდი ბრძოლა მოუწია მეორე ნომრად განთესილ პეტრა კვიტოვას. ჩეხს პრობლემები შეუქმნა ესპანელმა კარლა სუარეს-ნავარომ, რომელმაც 2009 წლს მელბურნში ვენუს უილიამსი დაამარცხა. პირველი სეტი კვიტოვამ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო, შემდეგ კი დაიწყო პრობლემები, რომელიც პეტრამ საკუთარ შეცდომებს უნდა დააბრალოს. კარლამ აიღო მეორე პარტია და გადამწყვეტ სეტში ბრეიკით დაწინაურებაც შეძლო, მაგრამ კვიტოვას საჭირო დროს რამდენიმე შეტევა გამოუვიდა. ამან დამაჯერებლობა დაუბრუნა მას და მან საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:2, 2:6, 6:4. შემდეგ ეტაპზე ჩეხი ჩოგბურთელი მარია კირილენკოს შეხვდება.

იყო რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც. მაგალითად, 32 წლის გრეტა არნმა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა დომინიკა ციბულკოვა - 6:2, 3:6, 10:8. ასევე უნდა გამოვყოთ ყაზახი მიხაილ კუკუშკინი, რომელმაც განთესილი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა ხუთ სეტში და კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში.

II წრე

კაცები

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 6:3, 6:2, 6:1; ნიკოლა მაუ (საფ)-ტაცუმა იტო (იაპ) 1:6, 7:6(6), 6:2, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 23)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:4, 5:7, 6:2, 7:5; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ენდი როდიკი (აშშ, 15) 3:6, 6:3, 6:4 უარი; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 9)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 3:6, 6:2, 7:6(5), 6:4; რიშარ გასკე (საფ, 17)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:4, 6:2, 3:0 უარი; ხუან-იგნასიო ჩელა (არგ, 27)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:4, 6:4, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:7(4), 6:2, 3:6, 6:2, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ედუარდ როჟე ვასელენი (საფ) 6:1, 6:4, 6:4; მიკაელ ლოდრა (საფ)-ალექს ბოგომოლოვი (რუს, 32) 6:1, 6:3, 4:6, 5:7, 6:4; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 19) 5:7, 6:4, 6:2, 4:6, 6:3; გაელ მონფილსი (საფ, 14)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 2:6, 6:0, 6:4, 6:2; ჟულიან ბენეტო (საფ)-ჟილ სიმონი (საფ, 12) 7:5, 7:6(8), 1:6, 3:6, 6:2; კეი ნიშიკორი (იაპ, 24)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 3:6, 1:6, 6:4, 6:1, 6:1; ფრედერიკო ჟილი (პორ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ, 26) 6:3, 4:6, 6:4, 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-რიკარდო მელო (ბრა) 7:5, 6:4, 6:4.

ქალები

ვერა ზვონარევა (რუს, 7)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:1, 7:6(3); ეკატერინა მაკაროვა (რუს)-კაია კანეპი (ესტ, 25) 6:2, 7:5; გრეტა არნი (უნგ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 17) 6:2, 3:6, 10:8; სერენა უილიამსი (აშშ, 12)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:0, 6:4; საბინ ლისიცკი (გერ, 14)-შაარ პეერი (ისრ) 6:1, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 18)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 7:6(6), 7:5; ანჟელიკ კერბერი (გერ, 30)-სტეფანი დუბუა (კან) 7:5, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 4)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:0, 6:1; სორანა კირსტეა (რუმ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 1:6, 6:2, 6:3; სარა ერანი (იტა)-ნადია პეტროვა (რუს, 29) 6:2, 6:2; ჟიე ჟენგი (ჩინ)-რობერტა ვინჩი (იტა, 23) 6:4, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 9)-ელენა დოკიჩი (ავსტრა) 6:3, 6:2; ვანია კინგი (აშშ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 15) 5:7, 6:3, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 21)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:2, 6:3; მარია კირილენკო (რუს, 27)-ალექსანდრა ვოზნიაკი (კან) 6:4, 1:6, 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 2)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:2, 2:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა