ლონდონის “ჩელსის” თავკაცის თქმით, უკეთესი იქნება, თუკი პრემიერლიგის გუნდების რეზერვისტები ჩემპიონშიპში ან სხვა პროფესიულ ლიგებში ითამაშებდნენ
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ანდრე ვილაშ ბოაშის თქმით, პრემიერლიგური გუნდების განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი მათი რეზერვისტები ჩემპიონშიპში ან სხვა პროფესიულ ლიგებში ითამაშებდნენ.

პორტუგალიელი სპეციალისტის მტკიცებით, ეს სისტემა დანერგილი რომ ყოფილიყო, მისი გუნდი ბოლო 10-12 წლის განმავლობაში აკადემიაში მეტ ისეთ ფეხბურთელს გაზრდიდა, რომელიც ძირითად გუნდში მოსახვედრად იბრძოლებდა.

უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც ლურჯების აკადემიაში აღიზარდა და შემდგომ დიდ გუნდში თავი დაიმკვიდრა, ჯონ ტერი გახლავთ. ტერი კი “ჩელსიში” 1998 წლიდან ასპარეზობს.

რეზერვისტთა პირველობის დაბალი დონის მიზეზად მწვრთნელს ის მიაჩნია, რომ მათ ტურნირს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება პირველობა, ახალი სეზონიდან მისი დაკომპლექტება ისევ თავიდან ხდება და ისევ იმის მიხედვით, თუ ვინ დარჩება და ვინ გავარდება პრემიერლიგიდან.

ვილაშ ბოაში პრემიერლიგას ესპანეთის მაგალითის დამკვიდრებას სთავაზობს, სადაც “რეალისა” და “ბარსელონას” დუბლიორებიც სეგუნდა დივიზიონში თამაშობენ. რატომაა “ბლაუგრანას” აკადემია ასეთი წარმატებული ეს კიდევ ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ პეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ (2008 წლის ივლისი) ძირითად გუნდში 28 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი.

“ინგლისში ძირითად გუნდსა და რეზერვისტთა შორის განსხვავება უზარმაზარია. იცით, რომ ესპანეთში დიდი გუნდების დუბლები მეორე ლიგაში გამოდიან. თუკი ასეთ სისტემას ინგლისშიც დავნერგავთ, ყველაფერი ნიჭიერი ახალგაზრდობისდა საკეთილდღეოდ წარიმართება.

დღეს ჩვენი რეზერვისტების ერთადერთი დანიშნულება ძირითადი გუნდის სამსახურია და არა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობა და მათი განვითარება.

პროფესიულ ლიგებში ამ გუნდების გადაყვანა აღნიშნულ პრობლემას მოხსნიდა. ძირითად და რეზერვისტთა გუნდებს ერთ სტილში მოუწევდათ ცხოვრება, ექნებოდათ ერთი ბაზა, ერთი სახელი და ერთი მიზანი”, - განუცხადა ვილაშ ბოაშმა “ინდეპენდენტს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა