ორწლიანი განშორების შემდეგ თბილისის "დინამოში" დაბრუნებული ფეხბურთელი თვალებს არ უჯერებდა
ორწლიანი განშორების შემდეგ გიორგი მერებაშვილი დინამოს დაუბრუნდა. იგი ჩვენი გუნდის და საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი იყო - ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. კვლავაც დინამოელი ახლა საქართველოს ჩემპიონატისთვის გუნდთან ერთად ბარსელონაში ემზადება.

- რით განსხვავდება დინამო, რომელიც დატოვე და რომელშიც დაბრუნდი?

- გუნდში მაშინაც ბევრი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა, ანუ ლიდერობა შეეძლოთ. ის გუნდი რომ შენარჩუნებულიყო, ვფიქრობ, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდით.

ახლა გაცილებით მეტი მაღალი კლასის, შემტევი ყაიდის მოთამაშეა გუნდში და კონკურენციაც დიდია, თუმცა შეთამაშებისთვის დროა საჭირო - ამხანაგურ თამაშებში გამოჩნდა, რომ ჯერ ბოლომდე ვერ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელები არიან და საამისოდ დიდი დრო არ დაგვჭირდება. ვფიქრობ, მალე ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორსაც გულშემატკივარი ელის.

ბაზა, კლუბის მთლიანი ინფრასტრუქურა - შედარებაც არ შეიძლება. პირველად რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი შეცვლილი დამხვდა იქაურობა. ბევრი ევროპული გუნდი ინატრებდა ასეთ პირობებს. ყველაფერი ისეა, რომ მარტო ფეხბურთზე უნდა იფიქრო. ამიტომაც ვალდებულნი ვართ, ისე ვითამაშოთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივარი გავახაროთ.

- აქ, ბარსელონაში რა მოგეწონა გამორჩეულად ?

- პირველ რიგში, "ბარსას" თამაში "კამპ ნოუზე", იქაური ატმოსფერო. იგრძობა, რომ აქ ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და იმედია საქართველოშიც ასე იქნება. სხვათა შორის, ასეა სერბეთშიც - იქ შეიძლება კაცმა ფეხბურთისთვის თავისი ქორწილიც კი გადადოს.

- შეკრებაზე გამართული სამი მატჩიდან, შენი აზრით, ყველაზე უკეთესი რომელი იყო?

- ჯერ ვარჯიშებზე მინდა ვთქვა - ალექს გარსიას ყველა ვარჯიში თამაშთან მიახლოებულია და მიხარია, რომ ასეა. ყველაზე კარგი პირველი, ალჟირელებთან თამაში იყო. ჩვენ სამი-ოთხი დღის დაწყებული გვქონდა ვარჯიში, მეტოქე კი ძლიერი, კარგად დაბალანსებული და შეთამაშებული გუნდი იყო.

"ესპანიოლთან" და "ტერასასთან" უფრო მეტი ვიმოძრავეთ, ტონუსში მოვიყვანეთ ჩვენი თავი. ნელ-ნელა უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს თამაშს.

- როგორ ფიქრობ, "დინამოში" რომელ პოზიციაზე მოგიწევს თამაში ?

- ჩვენ 4-3-3 სქემით ვთამაშობთ, ეს სამი მატჩიც, ფაქტობრივად, შუაში სამი ფეხბურთელით ვითამაშეთ - მე, კოშკაძე და ძარია ხშირად ვცვლიდით პოზიციებს. ალბათ, ნახევარდაცვაში ვითამაშებ, ცენტრშიც და მარჯვნივაც.

www.fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა