ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი დემეტრაძე: "ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო"

გიორგი დემეტრაძე: "ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო"

...მწარედ მახსენდება, ფეხბურთის ფედერაციამ მამაჩემს ჩემი დახასიათების მიცემაზე უარი უთხრა
"არსებობს წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების თაობაზე. ამ წერილს ქართული საფეხბურთო სამყაროს ბევრი წარმომადგენელი აწერს ხელს და თუ პრეზიდენტი გაითვალისწინებს გიორგი დემეტრაძის დამსახურებას და საფეხბურთო ოჯახის თხოვნას, საახალწლოდ მას საჩუქარს გაუკეთებს", - განაცხადა ახლახან გამოჩენილმა ქართველმა ფეხბურთელმა, ამჟამად თურქული კლუბის "ქაისერისპორის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ.

სამწუხაროდ, ახალმა წელმაც ჩაიარა, მაგრამ "ქურდული სამყაროს წევრი" დემეტრაძე კვლავ პატიმარია. 2011 წლის მიწურულს მისმა ადვოკატებმა საჩივარი გაგზავნეს ევროსასამართლოში და, როგორც გიორგი ამბობს, ლოდინის მეტი აღარაფერი დარჩენია.

გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი დემეტრაძესთან:

- გიორგი, როგორ ხართ, როგორ შეხვდით ახალ წელს?

- პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. რა გითხრათ, ისე ვარ, როგორც პატიმარს შეეფერება. ჩემი დილა ლოცვებით იწყება, შემდეგ ჰაერზე გავდივარ, ვვარჯიშობ. ყოველი დღე, ფაქტობრივად, ერთფეროვანია. ახალ წელს სიახლე არ მოუტანია და არც ვინმეს მოულოცია ჩემთვის.

- თქვენმა მეგობარმა, კახა კალაძემ, ეროვნული ნაკრებიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად თქვენი უსამართლო დაკავება და აბსურდული განაჩენი დაასახელა.

- მადლობის მეტი რა მეთქმის, კახას სჯერა ჩემი უდანაშაულობისა და დაკავების დღიდან მხარში მიდგას. მან იშვიათი ერთგულება გამოხატა ჩემ მიმართ. კახას წარმატებას და გამარჯვებას ვუსურვებ! მჯერა, რომ არა მხოლოდ ფეხბურთში, სადაც უნდა იყოს, ყველგან წარმატებული იქნება.

- შოთა არველაძემ ინტერვიუში განაცხადა, საფეხბურთო სამყაროს უმრავლესობა შეძლებისდაგვარად უდგას გვერდში დემეტრაძესო. ასეა?

- სამწუხაროდ, პატიმრობაში ყოფნისას ასეთი თანადგომა არ მიგრძნია. მწარედ მახსენდება, ფეხბურთის ფედერაციამ მამაჩემს ჩემი დახასიათების მიცემაზე უარი უთხრა და ამის შემდეგ რომელ თანადგომაზეა ლაპარაკი?

- შოთა ამბობს, რომ არსებობს ფეხბურთის ფედერაციის წერილი-თხოვნა პრეზიდენტისადმი შენი გათავისუფლების თაობაზე...

- ამ წერილის შესახებ არაფერი ვიცოდი. თუ ამ ხალხს სჯერა ჩემი უდანაშაულობის და ცდილობენ თანადგომას, მადლობის მეტი რა მეთქმის... შეწყალების მოთხოვნა იგივეა, დანაშაული აღიარო. მე კი ამას არ ვაპირებ, რადგან თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ. სასაცილოა ჩემთვის ქურდული სამყაროს წევრის იარლიყის მოკერება. რომელი ქურდული სამყაროს წევრი მე ვარ, როცა მოედანზე მსაჯის სასტვენის ხმაზე წინ და უკან დავრბოდი?! ბრალდებასაც ხომ გააჩნია?

- რამდენიმე თვის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადეთ, საქართველოში სიმართლის პოვნის იმედი არ მაქვს და არც უზენაესი სასამართლოსგან ველი სიკეთესო. ახლაც ასე ფიქრობთ?

- ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს იმედი როგორ უნდა მქონდეს, როცა მან ასეთ რეზონანსულ საქმეზე, სადაც არაერთხელ აღინიშნა ჩემი უდანაშაულობა და არც რამე მტკიცებულება არსებობს, საჩივარი არ მიიღო?! ჩემმა ადვოკატებმა 2011 წლის ბოლოს გაგზავნეს საჩივარი სტრასბურში და იმედი მაქვს, ევროსასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ ქვეყანაში სიმართლის პოვნის იმედი უკვე გადამეწურა. პირველი ინსტანციის სასამართლოსგანაც ვერ წარმომედგინა, რომ უსამართლო, გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, მაგრამ....

ჩემი ერთადერთი ოცნებაა, ამ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიო.

ვმადლობ უფალს, ჩემს თავში ვიპოვე იმის ძალა, რომ მემარხულა, ლოცვა ჩემი განუყრელი რიტუალი გახდა. დღეში ერთ საათს ვვარჯიშობ. ერთადერთი, რაც ძალიან მაწუხებს, არის ის, რომ საკანში არ გვაძლევენ რადიოს შეტანის საშუალებას, ტელევიზორზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის და მინდა, ჩემს ყველა გულშემატკივარს მივულოცო შობა-ახალი წელი. მე კი ღმერთს გამძლეობას ვთხოვ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

• 22222

დემე შენ გენაცვალე.....დათო შე მიშას ..................

• Jigaro

სატელეფნო საუბრებში და წერილობით მიმართვაში(მით უმეტეს საჯაროდ) გინება და შეურაცყოფა ბ***ბის ტოლფასია და ბევრ დღევანდელილ თაობის ლაწირაკს ეს არ ესმის. ძოგს კი წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაც არ შეუძლია, მაგრამ ეს მისი პრბლემაა. ისე კი სიამოვნებით ჩამოვიდოდი საქართველოში თუნდაც ხსენებული ბო**ბის დასასაჭურისებლად, მაგრამ დღესდღეობით იმდენი არიან, რომ მოსახლეობის კლებას გამოიწვევს ეს აქცია. თუმცა საქართველოს გენოფონდს ამით ბევრი არაფერი დააკლდება, თუ მსგავსნი აღარ დაიბადებიან.

• დათო

daviti.დამნაშავე ყველა ციხეში. გირგვლიანის მკვლელებიც იჯდნენ. სამუდამოდ ციხეში ცოტა ვინმე თუ ზის, გირგვლიანის მკვლელებს გაუვიდათ ვადა. თქვენ რომ ლაპარაკობთ შერჩევით სამართალზე საკუთარ თავს დახედეთ, დემეტრაძის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო არც გაგახსენდებოდათ (დემეტრაძის ნაირები ბევრია დაჭერილი გინდ არალეგალურ ფსონებზე და გინდ ქურდობაზე).

• MMerk

Jigaro აააა შენგან უნდა ამეღო ნებართვა და კომენტარი ისე დამეწერა ხო?დაწერე სად გნახო და შევხვდეთ არაა პრობლემა

• daviti

Jigaro,დემეტრაძემ რაც გააკეთა ეს,ტოტალიზატორში არალეგალური ფსონების გაკეთებაა,მიუხედავად იმისა რომ,სამწუხაროდ ანალოგიურ დანასაულს უამრავი ადამიანი ჩადის საქართველოში და არამარტო ჩვენთან,გეთანხმები,ეს დანასაულია,ამისთვის რომ გაესამართლებინად,დარწმუნებული ვარ აღიარებდა,საპროცესოსაც გააფორმებდა და ახლა სახლში იქნებოდა,მაგრამ საქმე იმაშია რომ ის არა ამ მუხლით,არამედ ქურდული ტრადიციების მატარებლობის გამო გაასამართლეს და მიუსაჯეს,აი ამ დანაშაულს არ აღიარებს ეს კაცი,რაც არ გამიკეთებია არ დავიბრალებო,ამიტომ ვცემ პატივს გიორგის,იმათგან განსხვავებით ვინც თავისუფლების სანაცვლოდ,სამშობლოს ღალატიც კი "აღიარეს".აი,დათოს რაც შეეხება,მინდა ვკითხო,დემეტრაძესთან ერთად დაჭერილი,კოდუების ძმაკაცი მისირელი,რომ გარეთ არის მომხდარი ფაქტის მეორე დღიდან ეს თუ არი კრიმინალი ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი?იქნებ გვირგვლიანის ამბავიც გაიხსენო?ამ საქმესთან დაკავშირებით,როგორ გააოგნა პრეზიდენტის ჩათვლით,ხელისულების ერთიანმა მოქმედებამ მკლელების დასაცავად სტრაზბურგის სასამართლო?მითხარი ერთი ტოტალიზატორზე,არალეგალური ფსონების დადება უფრო დიდი დანაშაული,თუ ფეხბურთელების მიერ ტოტალიზატორიდან ფულების აღება და ათასგზის მაიმუნობა?კრიმინალი არაა როცა ასეთ ადამიანებს ხელს აფარებ და არ იჭერ?ამ ამბავში გარეულების,უმცირეს ნაწილს სჯი,ისიც მხოლოდ სამუდამო დისკვალიფიკაციით და 5 თვეში ამინისტიას უცხადებ?შენში ეჭვს არ იწვევს ბეჭვაიას კომენტარი,ფორმაში ვარ,იმედს არ ვკარგავდიო და ვარჯიშობდიო?და ახლა შსს გუნდში რომ თამაშობს ეს კაცი?თუ ამ ხალხის არ დაჭერა,ამაში გარეული უამრავი ადამიანის საერთოდ არ გამოაშკარავება,არაა დანაშაულის დამალვა და შესაბამისად ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი კრიმინალი?"ქართუს" ამბები,საჩხერეში ძველით ახალ წელს ხალხის ცემა არაა კრიმინალი?,ზოგადად ივანიშვილის წინააღმდეგ რასაც ხელისუფლება აკეთებს,შენთვის არც ისაა ალბათ კრიმინალი.ამ კაცის შენული შეფასება წავიკითხე,ალბათ შენთვის,არც შეურაცყობის მიყენება, ცილისწამება იქნება დანაშაული და მის კომპანიებს,თუ მხარდამჭერებს ასე მოექცევი შეიძლება,იმიტომ რომ სხვა ტიპის,არა 90-იანი წლების "ჩაცუცქული" ტიპის კრიმინალია და ეს შეიძლება.პ.ს.დათო იმ ავათსახსენებელ დროს,მხედრიონელი,ნასამართლევი კრიმინალი ხაჩიშვილი აირჩია პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრად.რომ იცოდე რამდენმა მიცა ხმა დღევანდელი ხელისუფლბიდან,პრეზიდენტის ჩათვლით,ამ ბანდიტის არჩევას ამ თანამდებობაზე გაგიკვირდებოდა.

• Jigaro

საქართველდან ნაცებთან პრობლემების გამო გადახვეწილი ვარ, ყველა ბოლოდროინდელ ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული და თუ საჭირო გახდა კარგად გამომდის ეს საქმე და კიდევ ვიომებ. ერთი რამ ვერ გამიგია, დემეტრაძის საქმეზე არსებულ ვიდეომასალას თანამგზავრზე ვუყურე და რაც იქ ჩანდა და ისმოდა ნაღდად წაიბლატავა ...ბიჭმა, თავიდანვე რომ ამისათვის პატიება ეთხოვა ან ცოტა ქედმაღლობა მოეთოკა, დარწმუნებული ვარ აპატიებდნენ, მაგრამ უდანაშაულობას რომ აწვება მაგიტომაც ზის.რაც ვიდეოში ჩანდა დღევანდელი კანონმდებლობით დასჯადია, ჰოდა იმას უნდა ოცნებობდეს ყველა , რომ კანონი ყველასთვის კანონი იყოს. დემე რომ კრიმინალი არაა ყველამ იცის, მაგრამ კანონის დარღვევისათვის ყველა უნდა დაისაჯოს!(მათ შორის მიშიკოს ახლობლობაც). ამას კი ბოდიშის მოხდაც ეპაზორება...კარგით რა, დროა მორჩეს ამაზე საუბარი საერთოდ. ზოგმა ვაიგულშემატკივარმა თუ ცნობილმა სახემ ამ სიტუაციის სხხვადასხვაგვარად გამმოყენებაც დაიწყო პოლიტიკური თუ კარიერული ამბიციების გამო და ამას ბოლო უნდა მოეღოს. არიან ადვოკატები და არის სტრასბურგის სასამართლო, გაარკვევენ ყველაფერს და დასკვნაც იქნება,როგორიც არ უნდა იყოს იგი ყველასათვის მისაღები.მოკვდა ამაზე ბაზარი! ცალკე საკითხია ერთმანეთის გინება და შეურაცყოფა განსხვავებული აზრის გამო ამა თუ იმ ფორუმზე. წერილობით ან თუნდაც ტელეფონით ამის კეთებაც ბ...ბაა და თუ ვინმეს პრინციპიალურად უნდა ვინმესთვის საკუთარი აზრის დამტკიცება, ან გინება თავპირისმტვრევა, დაუნიშნეთ ერთმანეთს შეხვედრა და იქ გაარკვიეთ მტყუან-მართალი(ვისაც ამის ტრ..ი კიდევ შეგრჩენიათ, თორემ წერილებით ლანძღვაში ყველა მაგრები ხართ).

• MMerk

დათო ხოდა იცოდე არც მე არ წავალ არსად და თუ გინდათ ი***ეთ თუ გინდათ გაპ****დით და თუ გინდათ რიგში ჩაუდექით "ევროპელ" მიშას მ****ის გასაკეთებლად თუ გგონია რო მე ნერვები მომეშლება მაგით ძაან შემცდარხარ,საბჭოთა კავშირი მოვიშორეთ ბოლობოლო და ალბათ მოვესწრებით ვანოს და მიშას წასვლასაც რავიცი აბა :D

• დათო

მე არსად წასვლას არ ვაპირებ. გაა..ან იმათ ვინც IVANUSHKA PUTANKOVAS რუსული იდეოლოგიის ჯერა. 90 წლების იდეოლოგია ჩაირეცხა და ვინც ამ იდეოლოგიით ცხოვრობთ ჩაყევით 90 წლებს კანალიზაციაში.

• MMerk

დათო აუ მოდი გაა***ით რა ამ ქვეყნიდან თუ არაფერი არ მოგწონს ქართველების,არ წაიღეს ტვინი ამ "პრადვინუტმა" ხალხმა,ნაცებსაც თუ გაიყოლებთ თან მაშინ საერთოდ დაგლიჯავს,დაისვენოს ქვეყანამ.შენ ალბათ 90-იანებში სახლიდან ვერ გამოდიოდი შიშით და მაგიტო შეგიყვარდა ნაცები ბ*****ბის პროპაგანდა და ზეიმი რო მიდის 24 საათი,სპეცნაზი მარტო იმიტო ყავს ქვეყანას მომიტინგეები რო დახოცოს ცემით,ჩაშვება თურმე კარგი ყოფილა და ა.შ. მოკლედ არ გინდა რა არ ჩააბარო ამ იურიდიულზე :D

• დათო

საქართველოში იმდენად ბნელა რო თქვენნაირი ლეიბორისტული აზრებია მოდაში, აბა სხვანაირად დამნაშავეებს ასეთი მხარდაჭერა არ ექნებოდათ. ეს ხომ 90-იანი წლების განუვითარებელი დაბალი დონის და ჩაცუცქულების ქვეყანაა და..........

• fiore

ეს მომღერალი ლალალა ნაღდად ნ...მოძრაობის აქტივისტია და ხალხისთვის ფორუმებზე ნერვების მოშლაში ხელფასს იღებს, თორე ნორმალური ადამიანი ეგეთ კომენტარს ვერ დაწერდა. წადი რა, სხვაგან იმღერე, ვიღაცა ხარ.

• dudu

ლალალალალას რა უნდა უპასუხოს კაცმა! წადი რა, ოპერის მეგობართა ფორუმზე იმღერე, აქ სპორტის მოყვარულები არიან და ხელს ნუ გვიშლი ცუდი სუნის დაყენებით.

• dudu

დათო, და ვინ თქვა რო დემე კრიმინალია? შენ ადევნებდი თვალს სასამართლოს? შენ საერთოდ იცი, რას გავს ციხე და სასამართლო საქართველოში? რა სამოქალაქო და ეროვნულ შეგნებაზე ლაპარაკობ, თავად თუ არაფრის გაგნებაში არ ხარ? დემე კრიმინალია, იმიტო ვინც დაიჭირა, თავის ჯიბის სასამართლოს და თავის ჯიბის ტელევიზიებს ეგრე ათქმევინა, ხო?

• დათო

სირცხილია! არსად მსოფლიოში კრიმინალებს ასეთი მხარდაჭერა არა აქვთ როგორც საქართველოში. დემეტრაძე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ეს მის დანაშაულს არ აბათილებს. მისი ადგილი ციხეშია. ვინც დემეტრაძეს იცავს იმ ადამიანის სამოქალაქო პოზიცია და ეროვნული თვითშეგნება 0–ის ტოლია. დამნაშავეები ციხეშიიიი.

• lala-la

უნაძირალესო დემეტრაძე,ზუსტადაც რომ უნდა იჯდე და დალპე ციხეში,შენი ადგილი მანდ არის შენ ხარ საზოგადოების ხორცმეტი და მანდ უნდა ეგდო სადაც ახლა გდიხარ!!!!!

• dudu

დევიდ აირონს, ყველაფერში გეთანხმები გარდა იმისა, რომ ქომაგთა ლიგა რამე თანაგრძნობას გამოხატავს. ეგ როდის მოხდა? თქვეს რამე? ხორვატიასთან თამაშამდე დავუკავშირდით ქომაგთა ლიგას, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყეს.

• datiko48

უსამართლობა ჩვენს სამშობლოში პირველ ადგილზეა,როდესაც იჭერ მართალ ადამიანს,და ძალით ტენი დანაშაულს,კაცი გქვია შენ?ჯერ გადახედე გიორგის განვლილ ცხოვრებას,მათხოვართა ხროვავ{მიშას თამადობით}და გამოიტანეთ სამართლიანი განაჩენი!!!

• დევიდ აირონს

გიო გამაგრდი! ღმერთმა მოგცეს ძალა და გამძლეობა! მესმის შენი გულისტკივილი და მჯერა ბევრი ქართველი ვაჟკაცი თანაგიგრძნობს! ამ "ჯიბის", მობილური სასამართლოსგან რას უნდა ელოდო კარგს??? გულშემატკივარს კი მინდა მივმართო: ძმებო, იქნებ ჩვენც მივმართოთ რამე ზომებს? იგივე ქომაგთა ლიგა გამოთქვამს თანაგრძნობას და იქნებ ჩვენც ვცადოთ რამე? არ შეიძლება უსამართლობა ზეიმობდეს! "ბოროტება მაშინ ზეიმობს, როცა კეთილი ხალხი გულხელდაკრეფილი არიან"! ამოვიღოთ ყველამ ხმა და გვერდში დავუდგეთ გიოს, სიმართლეს! ყველას ხო არ დაგვიჭერენ? კაცი ციხეში ცოდვაა, მითუმეტეს უ დ ა ნ ა შ ა უ ლ ო!!! გიო, ჩვენ შენ გვერდში ვართ! კიდევ ერთხელ მადლობა კახას!

• dudu

სამარცხვინოა ამ ფედერაციის, ფეხბურთელთა და ვეტერან ფეხბურთელთა უმეტესობის და საქართველოს ხელისუფლების საქციელი. ამაზრზენი და სამარცხვინო. ფუ, გულისამრევი.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ