ქართველმა ცენტრა მოედანზე 20 წუთი გაატარა და 5 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა
ზედიზედ მოგებული 5 მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიას გუნდმა პირველი მატჩი წააგო. "ატლანტამ" მარცხის გემო ფილადელფიაში გაიხსენა, სადაც აღმოსავლეთში კონკურენტ "სიქსერქს" შეხვდა შეხვედრა 76:90 დათმო.

აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, რომ ამ წაგებამდე მეორეზე მყოფი "ატლანტა" მეექვსე ადგილამდე დაეშვა. ხოლო მეორე ადგილი "ქორების" მძლეველმა "ფილადელფიამ" ირგუნა.

პირველ ტაიმში "ატლანტას" საქმეები კარგად მისდიოდა. დიდი შესვენებისთვის ზაზა ფაჩულიას გუნდი 47:39 იგებდა, თუმცა მესამე მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და პერიოდის 25:10 მოგების შემდეგ ლიდერობა მოიპოვეს. "ფილადელფიამ" შემოტრიალებული მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვა და საბოლოოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო. მან და ძირითადში მყოფმა ჯეისონ კოლინსმა მოედანზე თანაბარი დრო გაატარეს (20 წუთი) და დაახლოებით თანაბარი სტატისტიკაც ჰქონდათ. თუმცა ზაზამ ამჯერადაც აჯობა კოლინზს (4 ქულა, 2 მოხსნა) და 5 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 1 ზუსტი საჯარიმო მოაყოლა.

ატლანტელთაგან თამაში ყველამ ჩააგდო და საუკეთესო შედეგი სამარქაფო უკანახაზელმა - ვილი გრინმა დააფიქსირა - 14 ქულა. გამარჯვებულებს თადეუს იანგმა (20 ქულა) და ჯრიუ ჰალიდეიმ (16 ქულა, 11 პასი) ულიდერეს.

მომდევნო შეხვედრაში ატლანტელები ხვალ გამთენიისას "კლივლენდს" უმასპინძლებენ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა